10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა საქმიანი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ზოგიერთს პრემია ელის, ზოგსაც შემოსავლის ახალი წყარო გამოუჩნდება. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ მომავალი.

კურო
მუშაობისას მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, იმპულსურობას. კარგი დღეა პირადი ურთიერთობის დასარეგულირებლად. მარტოხელებმა იაქტიურეთ საწინააღმდეგო სქესთან ნაცნობობისას.

ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. თუ დღეს კარგად იმუშავებთ, ხვალ შემოსავლი გაგიუმჯობესდებათ. მეტი ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. ზოგჯერ მისი ინტერესების გათვალისწინებითაც იმოქმედეთ.

კირჩხიბი
წარმატებული დღე ელით ბიზნესმენებს; გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთს საქმიანობის შეცვლას შესთავაზებენ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ლომი
მოსალოდნელია დაწინაურება, საქმიანობის შეცვლა, დამატებითი საქმიანობის დაწყება. ზოგიერთი დიდი ხნის ნანატრ ნივთს შეიძენს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

ქალწული
დღეს სამსახურის მაძიებლებს გაუმართებთ. კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის. შეყვარებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან.

სასწორი
მარტივად მიიღებთ რთულ გადაწყვეტილებებსაც კი. შემოგთავაზებენ ახალ საქმიანობას. გაისტუმრეთ ვალები და კრედიტები. საღამო ოჯახურ საქმიანობას დაუთმეთ.

მორიელი
ყველა საქმეს მარტივად მოაგვარებთ და დრო საყიდლებისა და გართობისთვისაც დაგრჩებათ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, რემონტის დასაწყებად. შეიძინეთ დეტორატიული ნივთები სახლისთვის. აგრეთვე, ფულის დასაბანდებლად. საღამოს დრო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.

თხის რქა
კარიერული წინსვლა ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. სარისკო საქმიანობაც კი მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

მერწყული
დღეს შვილები საკუთარი წარმატებით გაგახარებენ. პირად და სამსახურებრივ საკითხებსაც ძალდატანების გარეშე მოაგვარებთ. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, რემონტის დასაწყებად. ზოგიერთს დამატებითი შემოსავალი გამოუჩნდება.

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთს სამსახურის, საქმიანობის შეცვლა მოელის. ახლობლები ყველაფერში ხელს მოგიმართავენ. საღამოს ნათესავები სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები