10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იყავით აქტიური, მიზანსწრაფული და ამბიციური, მაგრამ მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას კოლეგებთან და უფროსთან. სანამ რამეს იტყოდეთ (განსაკუთრებით კრიტიკას), კარგად დაფიქრდით.

კურო
მთელი დრო და ენერგია სამსახურის საქმეებს უნდა დაუთმოთ. სიყვარულისთვის უქმეებზე მოიცლით. შეხვდით საქმიან პარტნიორებს, განიხილეთ ახალი პროექტები. უფროსს გააცანით საინტერესო იდეები.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები; გაისტუმრეთ ვალები, გადასახადები. ხუთშაბათის საღამო იდეალურია კარდინალური ცვლილებებისთვის.

კირჩხიბი
აქტიური და იდეებით აღსავსე ხართ. სამსახურის საქმეებს წარმატებით გაართმევთ თავს. ცვლილებებისთვის ხართ მზად. კარგი დღეა გარეგნობის შესაცვლელად.

ლომი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას, კონფლიქტს კოლეგებთან, სამსახურებრივი საკითხები დელიკატურად მოაგვარეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ქალწული
სანამ თქვენი კოლეგები ისვენებენ, თქვენ უნდა იმუშაოთ. კარგი დღეა ჩანაფიქრის, იდეების განსახორციელებლად. თუ ცხოვრების “სუფთა ფურცლიდან” დაწყება გაქვთ გადაწყვეტილი, შაბათს დაელოდეთ.

სასწორი
დღეს ისეთ საქმეებს მოაგვარებთ, რომლებისთვისაც ადრე ან არ გეცალათ, ან ენერგია არ გყოფნიდათ. მოითხოვეთ დაწინაურება, ხელფასის მომატება. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.

მორიელი
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. მოაგვარეთ ყოველდღიური საკითხები. კარგი დღეა გარეგნობის შესაცვლელად, ხოლო კარდინალური ცვლილებები შაბათისთვის გადადეთ.

მშვილდოსანი
მზე ვერძში ენერგიულს, მიზანსწრაფულსა და თამამს გაგხდით. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. მიიღეთ ვიტამინები; კარგია ვარჯიში.

თხის რქა
კარგი დღეა მუშაობისთვის; კოლეგებთან ერთად ახალი იდეების განსახილველად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

მერწყული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და პარტნიორებთან. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. მარტოხელებს სოციალურ ქსელებში სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

თევზები
მუშაობა მოგიწევთ. ეცადეთ, კოლეგებისა და უფროსის ყურადღება არ მიიქციოთ. საღამოს კარდინალური ცვლილებები გელით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები