10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. ადეკვატურად შეაფასეთ მოვლენები. მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში.

კურო
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. კარგი დღეა ნაცნობობისთვის, მეტად გაიღიმეთ. რომანტიკული პაემანი ან მოულოდნელი შეხვედრა გელით.

ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, ოჯახი წევრებთან ერთად. დატკბით უდარდელობით, მუშაობას ორშაბათსაც მოასწრებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. დაისვენეთ და გამოიძინეთ. შეამცირეთ ხარჯი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების, ნათესავების გარემოცვაში. მოაწყვეთ ოჯახური სადილი. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. იყავით მის მიმართ მეტად მოსიყვარულე.

ქალწული
სახლი – ის ადგილია, სადაც მშვიდ გარემოში დასვენებას შეძლებთ. გამოიძინეთ, გაინებივრეთ თავი გემრიელობებით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
მეტად დაისვენეთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. იაქტიურეთ, მეტი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა გარშემო მყოფებს გული არ ატკინოს. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დანიშეთ. გამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

მშვილდოსანი
დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. თუ უსაქმოდ ვერ ჩერდებით, განიხილე იმ საქმეების დეტალები, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ.

თხის რქა

ეცადეთ, ცუდი განწყობის გამო ურთიერთობა არ გაიფუჭოთ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
საოჯახო საქმეები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. თუ რაღაც არ გამოგდით, გამოიტანეთ სიტუაციისგან სასარგებლო გაკვეთილი და გააგრძელეთ ცხოვრება.

თევზები
გაამდიდრეთ რაციონი ხილით და ბოსტნეულით. საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გატარებული კვირა დაუვიწყარ მოგონებებს გპირდებათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები