10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საკმაოდ რთული პერიოდია, რადგან ვიღაც ჭორებისა და ცილისწამების გავრცელებით თქვენი ავტორიტეტის შელახვას ცდილობს. არ იდარდოთ – ეს ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანების ხვედრია. სიბრძნე გამოიჩინეთ და წინ იარეთ. წარმატება და აღიარება მალე მოვა.

კურო
ამ დღეს ბევრ კუროს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემა. წლის დასაწყისში ჩატარებული სამუშაო აუცილებლად შედეგს მოიტანს. დაეხმარეთ საკუთარ ბედს და აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ტყუპები
ეს დღე ყველა მიმართულებით გაუცხოებასა და უნდობლობას განასახიერებს – ოჯახურ ურთიერთობებში, ფინანსური ოპერაციებისა თუ ბიზნესშეთანხმებების გაფორმებისას. გაითვალისწინეთ, რომ ეჭვები უსაფუძვლო არ არის, ამიტომ მოერიდეთ საქორწინო თუ სადაზღვევო კონტრაქტის გაფორმებას და ფინანსური შეთანხმებების დადებას. ეცადეთ, ცხოვრებისეულ სიახლეებთან შეგუება ისწავლოთ.

კირჩხიბი
ეცადეთ, საჭირო კონტაქტები დაამყაროთ – ეს დაგეხმარებათ, სადმე საქმიანი ვიზიტით გაემგზავროთ. მზად იყავით იმისთვის, რომ დამატებითი ვალდებულებების აღება და ბიზნესში ფულის ჩადება მოგიწევთ.

ლომი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები, ახალი მიზნები და ინტერესები გაჩნდება, რაც ნიშნავს, რომ თავადაც იცვლებით და უნდა მოიფიქროთ, როგორი იყოთ სხვების თვალში, რომ დროის მოთხოვნებს მაქსიმალურად შეესაბამებოდეთ. დროა, გეგმებში კორექტივები შეიტანოთ და მომავალზე დაფიქრდეთ.

ქალწული
შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალმა მშვიდი და აუღელვებელი ქალწულების ცხოვრებაში ემოციების მოზღვავება გამოიწვიოს. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და ნერვიულ გადაღლას.

სასწორი
ამ დღეს ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. წარმატებული იქნება თქვენ მიერ ჩატარებული ფინანსური მაქინაციები. მუხლჩაუხრელი შრომა დადებითად აისახება თქვენს ბიზნესზე და სამსახურებრივ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მორიელი
მოულოდნელად სამსახურებრივი საქმე გამოგიჩნდებათ, არ გამოირიცხება, მივლინებაშიც მოგიწიოთ წასვლა, სადაც საინტერესო ადამიანს შეხვდებით და გაიცნობთ. უამრავი კომუნიკაცია, საუბარი და სატელეფონო ზარის განხორციელება მოგიწევთ. იმისთვის, რომ დოკუმენტების გამო ნერვიულობა თავიდან აიცილოთ, ნუ მიანდობთ მათ თქვენს მდივანს.

მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ თვითრეალიზაციისთვის შესანიშნავი პერიოდი დგება, თქვენი ფინანსური წარმატება საკმაოდ არასტაბილური იქნება. ვარსკვლავები არ გირჩევენ გარისკვას და გადაუმოწმებელ პროექტებზე მუშაობის დაწყებას. სპეკულაციებსა და ავანტიურებზე წასვლას მოერიდეთ.

თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს განსაკუთრებით სამართლიანი და გულწრფელი იყოთ. ეს გონივრულ ქმედებებში დაგეხმარებათ. კარგია, თუკი ამ თვისებებს მუდმივად გამოავლენთ, მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ერიდოთ კონფლიქტებსა და ზედმეტ პირდაპირობას, ემოციებისა თუ სიმკაცრის გამოხატვის დროს.

მერწყული
ამ დღეს გარშემომყოფებისგან მიღებულ ინფორმაციას კარგად აითვისებთ და ათვისებული ინფორმაციის საფუძველზე სრულიად ახალი, ორიგინალური გამოსავლის მოძებნას შეძლებთ. შეიგრძენით საკუთარი ძალაუფლება რეალობაზე და სამომავლო მიღწევები სულ უფრო ახლოს იქნება თქვენთან.

თევზები
ოჯახში ბედნიერი მოვლენები გელოდებათ. სასიყვარულო და ბიზნესსაქმიანობაში კი ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. თამამად მოაწერეთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები