10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება. იყავით მეტად დაკვირვებული იმ პარტნიორების მიმართ, რომლებთანაც მომავალში მუშაობას აპირებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
დასტაბილურდება სიტუაცია ოჯახში. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, აქტიური დასვენებისთვის. სიახლეებს მშვიდად შეხვდით.

ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნებას შვილებთან და ნათესავებთან. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, გულითადი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი
საყიდლების, ფულის დაბანდების დღეა. შეიძლება ახალი მფარველები გამოგიჩნდეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. მათთან ერთად გაიხსენეთ ბავშვობა.

ლომი
კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისა და ქალაქგარეთ დასვენებისთვის. გაუფრთხილდით საფულეს. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის.

ქალწული
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. კარგად აწონ-დაწონეთ ყველა დეტალი. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

სასწორი
გაფრთხილდით, არ გახდეთ ტყუილის, ღალატის მსხვერპლი. დღის მეორე ნახევარში ენერგიის მატებას იგრძნობთ და ახლობლები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

მორიელი
დღეს სირთულეები უნდა დაძლიოთ. მეტად გამოავლინეთ ყურადღება დეტალებისადმი. იყავით შრომისმოყვარე და ყველაფერი გამოგივათ. პერიოდულად დაისვენეთ ხოლმე, გადატვირთვის გამო განწყობის რომ არ გაგიფუჭდეთ.

მშვილდოსანი
რაც უფრო მიზანსწრაფული და დაკვირვებული იქნებით, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ და საქმეებს სწრაფად მოაგვარებთ. რჩევა ჰკითხეთ უფროს, გამოცდილ ახლობლებს.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საცხოვრებელი პირობების, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. ნუ აჩქარდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით სასურველს.

მერწყული
კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისთვის, ბუნებაში დასასვენებლად. სასურველია, დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავროთ. საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ თუ რამეშე იჭვი გეპარებათ, ნუ დაეთანხმებით.

თევზები
დღეს ერთგულებაზე გამოცდით გარშემო მყოფებს. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები