რა ფერები იქნება მოდაში 2015 წელს – მიხეილ ცაგარელის რჩევები

მომავალ წელს მწვანე, კრემისფერი, ყვითელი და ოქროსფერი ტონები იქნება აქტუალური, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა. მისი განმარტებით, 2015 წელს ძირითადი დომინანტური ფერი მწვანე იქნება.

„ამ შემთხვევაში თხა, რომლის წელიც დგება, არის ხის სტიქიის. ეს არის მწვანე ფერის თხა. სტიქიების მნიშვნელობა აღმოსავლეთში ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ წელს ფერს ხე გვაძლევს, ამიტომ მწვანე ძირითადი ფერია. ამასთან, თხის წლის ფერი იქნება ყველა ფერი, რომელიც ხესთან არის დაკავშირებული, ანუ ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი, ყვითელი და ოქროსფერი ტონები შემოდის. შემდგომ ერთ-ერთ ფერად ლურჯი მოდის იმიტომ, რომ ხე წყლით საზრდოობს და წყლის ფერი ლუირჯია. ამიტომ შეგვიძლია ლურჯიც გამოვიყენოთ, მათ შორის ტანსაცმელშიც. რადგან თხის დამცავი ელემენტი ცეცხლია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ცეცხლისფერი და წითელი ფერი როგორც ტანისამოსის მცირედი აქსესუარი, ისე გამოვიყენოთ. შეგვიძლია ეს ფერები ნაძვის ხის მორთულობაში წინა პლანზე წამოვწიოთ“, – განაცხადა ცაგარელმა.

მისივე განმარტებით, შესაბამისი ატრიბუტიკით ახალი წლის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აღმოსავლეთსი ითვლება, რომ თუ იმ წლის მასპინძელს გარკვეული სიმბოლიკითა და ატრიბუტიკით პატივი არ მიაგე, ის შეიძლება გაგინაწყენდეთ. აღმოსავლეთში სწამთ, რომ თუ თქვენ ამას არ იზამთ, შეიძლება წელიწადი ცუდად წავიდეს. ასეთ დეტალებს, ამ შემთხვევაში ფერის სახით, ამიტომ ვაქცევთ ყურადღებას“, – აღნიშნა ცაგარელმა.

წყარო: Pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები