„ხელოვნურად ხდება ადამიანის აზროვნების დაქვეითება, ქაოსი, გაურკვევლობა“

ასტრო-ეზოთერული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს არ აყვეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედამიწა არის ბრტყელი.
„ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და არა მრგვალი. იდება ვიდეოები და მოჰყავთ ათასი მაგალითი.
შეიქმნა საზოგადოებები და ამ იდეის მომხრეთა ასი ათასობით პროპაგანდისტი. ჩვენ გირჩევთ, რომ არ აჰყვეთ ამ სისულელეს და აბსურდს. ეს მავნებლობა მიმართულია ადამიანთა ინვოლუციისკენ, რათა გადაიყვანონ ჩვენი ცნობიერება ისევ მეორე განზომილებაში, როდეს ადამიანი არის მესამე განზომილებაში და ევოლუციის და განვითარების გზით მიიწევს მეოთხე განზომილებისკენ. ხელოვნურად ხდება ადამიანის აზროვნების დაქვეითება, ქაოსი, გაურკვევლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები