ცნობილ ფილმებში დაშვებული შეცდომები, რომლებსაც ალბათ არც კი დაკვირვებიხართ

ცნობილ ფილმებში დაშვებული შეცდომები, რომლებსაც ალბათ არც კი დაკვირვებიხართ

1. ეს ფილმს ჰქვია “რევოლვერი“ როდესაც მაკა(რეი ლიოტა) გაზეთებიდან შეიტყობს თავისი ქველმოქმედების შესახებ, ის მაგიდის გარშემო იწყებს სიარულს და ამ დროს წამებში მაგიდაზე საგნების განლაგება იცვლება


2. ეს კადრი ყველამ იცით მაგრამ თუ ხართ დაკვირვებული რომ სანამ მეორე ოთახიდან გამოვარდნილი ერთ ერთი კაცი სროლას აუტეხავს ჯონ ტრავოლტას და სამუელ ჯექსონს, უკან კედელზე წინასწარ უკვე ნატყვიარები ემჩნევა…

3. როდესაც ფილმ “კომანდოს“ ნახავთ, კარგად დააკვირდით ამ მომენტს, სადაც გვერდიდან დარტყმული მანქანას რამდენიმე წამში ნაავარიები აღარ იქნება…

4. შეცდომები გვხვდება ისეთ კინოებშიც რომელმაც ოსკარი მოიპოვა. გლადიატორში

როდესაც ეტლიანი ცხენების მომენტია, მაგ დროს ერთი ერთი ეტლი ამოტრიალდება და მშვენივრად ჩანს ეტლის ქვეშ დამონტაჟებული გაზის ბალონი…

5. თურმე “ჯეკი ბეღურას“ უბრალო თავსაფარი კიარ ჰქონდა თავზე წაკრული, არამედ ნაღდი გერმანული “adidas“-ის იყო

6. ნეტავი რომელი ქვეყნის თვითმფრინავი იყო და რომელ რეისს ასრულებდა როდესაც “აქილევსი“ საბრძოლველად ემზადებოდა?…

7. დღესდღებით საქართველოში მამაკაცები მანქანებზე უფრო ბევრს საუბრობენ ვიდრე ქალებზე და ყველა მამაკაცს ექნება ნანახი ფილმი “ფორსაჟი“ მაგრამ ბევრი თუ არის დაკვირვებული რომ უმეტეს მანქანებში ჩაფხუტიანი კასკადიორების ზიან…

8. ოუშენის თერთმეტი მეგობარი- გარკვევით ჩანს რომ ბრედ პიტს
მარცხენა ხელში ბოკალი უჭირავს, მაგრამ ესეთი სწრაფი თუ იყო რომ ბოკალი გადაეგდო და უცებ თეფში აეღო ხელში არ მეგონა…
დააკვირდით ამ კადრს როდესაც ამ კინოს ნახავთ.


9. ბორნის იდენტიფიკაცია- ვინმეს თუ გინახავთ მოძრავი საათი?? ანუ ჯერ მარჯვენაზე რომ გეკეთოს და უცებ მარცხენაზე გადახტეს…

10. როდესაც დაჭერილი ჰყავთ პოლიციელი, ტარანტინოს ფილმში ცოფიანი ძაღლები, კარგად ჩანს რომ პოლიციელს ხელები უკან აქვს შეკრული, მაგრამ შემდეგ კადრში უკვე წინ აქვს შეკურლი…

http://dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები