ცნობილი ავღანელი ქალები, რომლებსაც “თალიბანი” “გაასამართლებს” – “ზოგს შინაპატიმრობა, ზოგსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება…”

რამ­დე­ნი­მე დღე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვლი­ლი ავ­ღა­ნე­თის ბედი, რო­მე­ლიც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კის, და­სავ­ლე­თი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, თით­ქოს ცდი­ლობ­და ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო, კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი…

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­ღა­ნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს არც ად­გი­ლობ­რი­ვებს აძ­ლევს და არც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს. დრო­ე­ბით­მა მმარ­თვე­ლო­ბამ ქა­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჰა­ქა­ნის” ქსე­ლის უფ­როს წევ­რებს ჩა­ა­ბა­რა, რო­მელ­თაც მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი აქვთ უცხო­ურ ჯი­ჰა­დისტ ჯგუ­ფებ­თან, მათ შო­რის – ალ-ქა­ი­დას­თან.

არა­და, მას შემ­დეგ, რაც ქა­ბუ­ლიც აი­ღეს და ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბა “თა­ლი­ბან­მა” ჩა­ი­ბა­რა, აცხა­დებ­დნენ, რომ 1996-2001 წლის მმარ­თვე­ლო­ბის სტილს აღარ და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო­ე­ბა, შემ­წყნა­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ქა­ლე­ბის მი­მართ და “შა­რი­ა­თის კა­ნო­ნის” ფარ­გლებ­ში მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და…

“ამე­რი­კის ხმის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰა­ქა­ნის” ლი­დე­რი, ხა­ლილ ალ-რაჰ­მა­ნი 2001 წლის თე­ბერ­ვალ­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხა­ზი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გლო­ბა­ლურ ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და. მას­ზე და­წე­სე­ბუ­ლი იყო ჯილ­დო მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. ის გა­ე­როს ტე­რო­რის­ტთა სი­ა­ში­ცაა.

სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ავ­ღა­ნეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი იმ ქა­ლე­ბის ბედ­საც, რომ­ლე­ბიც აშ­რაფ ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ქვე­ყა­ნა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­სხვრე­ვას ცდი­ლობ­დნენ, სამ­სა­ხუ­რი და კა­რი­ე­რა ჰქონ­დათ, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ…

“თა­ლი­ბა­ნის” მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ზოგს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა, ზოგს კი, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბა. გა­აჩ­ნია, ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის “და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო” რო­გორ გა­და­წყვეტს.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ სი­ა­შია, ავ­ღა­ნე­თის პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი რე­ჟი­სო­რი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ქალი საჰ­რა ქა­რი­მი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე წერს, რომ “თა­ლი­ბა­ნის” მოს­ვლის შემ­დეგ, სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან ახ­ლოს, ტყე­ში იმა­ლე­ბო­და. შემ­დეგ კი სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მას მხო­ლოდ იმი­ტომ შე­იძ­ლე­ბა გა­უს­წორ­დნენ, რომ ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა, მხო­ლოდ ის არ არის “თა­ლი­ბა­ნის” სა­მიზ­ნე.

“მი­ლი­ო­ნო­ბით ავ­ღა­ნე­ლი ქალი, რომ­ლებ­მაც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შეძ­ლეს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა, ქუ­ჩა­ში მარ­ტო გა­მო­დი­ოდ­ნენ, საქ­მი­ა­ნი ტა­ნი­სა­მო­სით, პი­ჯა­კი­თა და შარ­ვლით და არა, ბურ­კით ან ჩად­რით, არ იფა­რავ­დნენ სა­ხეს, ატა­რებ­დნენ მან­ქა­ნას, მის­დევ­დნენ სპორ­ტს, ახლა უდი­დე­სი რის­კის წი­ნა­შე არი­ან. “თა­ლი­ბა­ნის” და­პი­რე­ბებს, რომ არა­ვის არა­ფერს და­უ­შა­ვე­ბენ, უკვე აღა­რა­ვინ ენ­დო­ბა, რად­გან ტე­რო­რის­ტებ­მა უკვე და­ი­წყეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნა, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კულ ან სხვა ქვეყ­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ…” – წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ჟურ­ნა­ლის­ტის გად­მო­ცე­მით, “თა­ლი­ბა­ნის” წევ­რე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან და და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ტე­ლე­ფო­ნებს არ­თმე­ვენ, სა­დაც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი­სა და სხვა “სა­ეჭ­ვო პი­რე­ბის” კონ­ტაქ­ტებს ეძე­ბენ.

“მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­მა ბევ­რს პა­კის­ტა­ნე­ლი გო­გო­ნას, მა­ლა­ლა იუ­საფ­ზა­ის ის­ტო­რია გა­ახ­სე­ნა, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტებ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ ეს­რო­ლეს, რომ სკო­ლა­ში და­დი­ო­და. გო­გო­ნა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, თუმ­ცა სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა და ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა მო­უ­წია. ის დღემ­დე იბ­რძვის ბავ­შვთა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გო­გო­ნა­თა გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” – წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, “თა­ლი­ბა­ნი” უკვე შე­უდ­გა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ნე­რე­ბის დე­მონ­ტაჟს. მა­თი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა შე­უდ­გე­ბა გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის ცალ-ცალ­კე და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა, რო­გორც ეს 1996-2001 წლებ­ში იყო, რა დრო­საც ქა­ლებს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი, მხო­ლოდ 10-12 წლამ­დე შე­ეძ­ლოთ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. შემ­დეგ კი, ოჯა­ხის, სა­ნა­თე­სა­ოს ან მო­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თა და ჩა­რე­ვით, ათხო­ვებ­დნენ.

და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ ავ­ღა­ნე­თი მალე იგი­ვე ტრა­დი­ცი­ას და­უბ­რუნ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ბედი ეწე­ვათ იმ ქა­ლებს, ვინც ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

29 წლის ზა­რი­ფა გა­ფა­რი, ავ­ღა­ნუ­რი ქა­ლაქ მა­ი­დან-შა­რის მერი იყო. ის ავ­ღა­ნურ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო გახ­და. ეს ქა­ლა­ქი ქა­ბუ­ლი­დან 40 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს და კონ­სერ­ვა­ტო­რი მო­სახ­ლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა… 2018 წელს, თა­ვი­სი მუ­შა­ო­ბის პირ­ველ დღეს, ის ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბის­გან ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვას გა­და­ურ­ჩა.

ის თა­ვის ქა­ლაქ­ში სა­მუ­შა­ოდ ქა­ბუ­ლი­დან და­დი­ო­და, რად­გან იქ მუდ­მი­ვად საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. გა­სულ წელს, “თა­ლი­ბებ­მა” მა­მა­მი­სი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

“ვიცი, რომ ოდეს­მე მეც მეს­ვრი­ან” – ამ­ბობ­და New York Times-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდა ქალი. “თა­ლი­ბა­ნის” შე­მოს­ვლის დღეს, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ქა­ბულ­ში მის ბი­ნა­ში იჯდა და ელო­და, რო­დის მი­უ­კა­კუ­ნებ­დნენ ტე­რო­როს­ტე­ბი…

“ისი­ნი უამ­რავ ჩემ­ნა­ირს მი­ად­გე­ბი­ან და მოკ­ლა­ვენ. შე­მიძ­ლია აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ჩემს ოჯახს ვერ დავ­ტო­ვებ…” – წერ­და ის. ამის შემ­დეგ, მას­ზე არა­ვი­თა­რი ცნო­ბე­ბი არ ვრცელ­დე­ბა.

ზა­რი­ფა გა­ფა­რი
თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ღა­ნე­ლი ქალი შამ­სია ჰა­სა­ნი ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბის მო­ხატ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წე­რა, რომ ვერ გა­ი­გო, რა­ტომ ებ­რძოდ­ნენ “თა­ლი­ბე­ბი” ქა­ლებს. რა­ტომ არ სურთ, ისი­ნიც ამ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ.

“ეს ეხე­ბა რო­გორც “თა­ლი­ბანს”, ასე­ვე “აი­სი­სის”. მე მინ­და მშვი­დო­ბა, მინ­და ჩემი ხალ­ხის­თვის და ჩემი ქვეყ­ნის­თვის,” – წერ­და გო­გო­ნა. ის წარ­მო­შო­ბით ირა­ნე­ლია. 2005 წელს ქა­ბუ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლო­ვა­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­მუ­შევ­რებ­ში ასა­ხუ­ლია ავ­ღა­ნე­თის ომის ეპი­ზო­დე­ბი და ქა­ლის როლი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

შამ­სია ჰა­სა­ნი
2012 წელს, 20 წლის ნი­ლუ­ფარ რაჰ­მა­ნი პირ­ვე­ლი ავ­ღა­ნე­ლი ქალი პი­ლო­ტი გახ­და და “ბი­ბი­სის” ავ­ღა­ნეთ­ში სამ­სა­ხურ­ში და­საქმდა. მისი ოჯა­ხი 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ქა­ბუ­ლი­დან “თა­ლი­ბანს” პა­კის­ტან­ში გა­ექ­ცა და მხო­ლოდ 2001 წელს შეძ­ლეს უკან დაბ­რუ­ნე­ბა.

სამ­სა­ხუ­რი­სა გამო, “თა­ლი­ბე­ბი” მას მუდ­მი­ვად სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. 2018 წელს ამე­რი­კა­ში თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო. მალე გა­მოს­ცა წიგ­ნი “ღია ცა – პირ­ვე­ლი ავ­ღა­ნე­ლი პი­ლო­ტი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა”.

“ბოლო ხა­ნებ­ში მა­მა­ჩე­მი ქა­ბულ­ში ცხოვ­რობ­და და მამ­შვი­დებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო. თუმ­ცა, ვიცი, რომ ასე ვერ იქ­ნე­ბო­და” – ამ­ბობ­და ქალი ამე­რი­კულ ტე­ლე­კომ­პა­ნია FOX-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მან ავ­ღა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა და უმოქ­მე­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

“რო­დე­საც ქვეყ­ნი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა გარ­ბის, სხვე­ბი რას გა­ა­კე­თე­ბენ? მათ ხომ ბრძო­ლის მო­ტი­ვა­ცია არ ექ­ნე­ბათ… გთხოვთ, და­ეხ­მა­რეთ ჩემს ოჯახს, იქ დარ­ჩე­ნილ ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს…” – მი­მარ­თა მან ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს ჯო ბა­ი­დენს სა­ტე­ლე­ვი­ზო გა­მოს­ვლა­ში.

ნი­ლუ­ფარ რაჰ­მა­ნი
“თა­ლი­ბა­ნის” პი­რის­პირ დარ­ჩნენ ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია Zan TV-ის ქალი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2017 წლი­დან, ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მებს აშუ­ქებ­დნენ, მათ უფ­ლე­ბებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ. “თა­ლი­ბე­ბი” იქ მა­ლე­ვე შე­ვარ­დნენ და ტე­ლე­ვი­ზია და­ხუ­რეს. მისი წამ­ყვა­ნი ჰა­ჯიჯ ამი­ნი “თა­ლი­ბა­ნის” წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შეც­ვა­ლა. მასა და მის კო­ლე­გებს კი, სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა აუკ­რძა­ლეს.

უკვე ცნო­ბი­ლია, რომ “თა­ლი­ბე­ბი” არც სპორ­ტის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ტო­ვე­ბენ “უყუ­რა­დღე­ბოდ”. “ორი ავ­ღა­ნე­ლი ქალი, ნი­ლუ­ფარ ბა­ი­ა­თი და ზა­კია ხუ­და­და­დი “თა­ლი­ბა­ნის­გან” ინ­ტენ­სი­უ­რად იღებ­დნენ მუ­ქა­რებს.

“შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი” ქა­ლებს გა­შიშ­ვლე­ბას უკ­რძა­ლავს, მით უფრო, უც­ნო­ბე­ბის თვალ­წინ. ახლა მთა­ვა­რია, რა ბედი ეწე­ვათ თა­ვად სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც მედ­ლე­ბის­თვი­საც იბ­რძოდ­ნენ.

მათ­გან ერთ-ერთი ზა­კია, პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი სპორ­ტსმე­ნი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხალ­ხს სთხოვ­და, რომ რო­გორ­მე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

 

“და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­ჭირს. ჩემი ოჯა­ხი ჰე­რატ­ში ცხოვ­რობს. მე კი ქა­ბულ­ში, ახ­ლობ­ლე­ბის დიდ ოჯახ­ში, სა­დაც თა­ვა­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, არ აქვთ საკ­მე­რი­სი საკ­ვე­ბი, მე კი მათ ტვირ­თად და­ვა­წე­ქი. გთხოვთ, და­მეხ­მა­როთ, წა­მიყ­ვა­ნოთ აქე­დან…” – წერ­და ქალი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები