ცნობილი ადამიანების ბომონდური წვეულება: Mercedes-Benz Fashion Days Tbilisi 2015-ის After Party “ბომონდისგან”(ვიდეო)

ჟურნალ ”ბომონდის” ორგანიზებული Mercedes-Benz Fashion Days Tbilisi 2015-ის დახურვა მოდის სფეროსთვის დამახასიათებელი ბომონდური სახეებით და ეპატაჟური სტუმრებით გამოირჩეოდა.

სოფო ჭყონიას პროექტ Mercedes-Benz Fashion Days მიმართ ადამიანები დადებით ემოციებს და კეთილ სურვილებს გამოხატავდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩვეულ ამპლუას არ უღალატა და მოდის კვირეული უცნაური კომენტარით ”შეამკო”.

სოფო ჭყონიას პროექტი Mercedes-Benz Fashion Days წელს პირველად გაიმართა და Be Next და Art Georgia გააერთიანა. ჩვენებებს, ძირითადად, ”ექსპო ჯორჯია” მასპინძლობდა. მოდის კვირეულის დახურვა კი ჟურნალ ”ბომონდის” ორგანიზებით და Crowne Plaza Borjomi-ის პარტნიორობით, ფუნიკულიორზე, ლაუნჯ-ბარში გაიმართა. კვირეულში როგორც საქართველოში მომუშავე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ქართველმა დიზაინერებმა მიიღეს მონაწილეობა. მოდის კვირეულში 70-მდე სტუმარი, 5 ქვეყანა და ბევრი საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტი თუ რედაქტორი იღებდა მონაწილეობას.

Mercedes-Benz Fashion Days Tbilisi 2015 დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით დაიწყო და ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით დასრულდა. ქართველი მომღერალი აჩი მეფარიძე ავთანდილის ჩვენებით და ზოგადად, მოდის კვირეულით მიღებულ დადებით ემოციებს ფუნიკულიორზე გამართულ “after party”-ზეც ვერ ფარავდა: ”დღეს ძალიან მომეწონა ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენება. გრანდიოზული და დიზაინერისთვის ახალი იყო. ეს არის ძალიან პრაქტიკული კოლექცია, რომელიც შეიძლება ბევრმა ატაროს. საზღვარგარეთიდან იმდენი სტუმარია ჩამოსული, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი მოდის კვირეული საინტერესო და ღირებულია. დღეს დახურვის დღეა და ძალიან კარგია ეს ცერემონიაც. ამის გამო დიდ მადლობას ვუხდი თეა აგლაძეს და ”ბომონდს”.

მოდის კრიტიკოსმა დალი ჩიტალაძემ მკაცრი კრიტიკისგან თავი შეიკავა და დადებით მოვლენად შეაფასა ქართული მოდის სამყაროში გაჩენილი კიდევ ერთი მოდის კვირეული და მისი განვითარების პერსპექტივა. მისი აზრით, ეს ჩვენებები უფრო პროგრესული იყო: ”იყო საოცრად განვითარებული, უფრო კარგი. დღეს ავთომ საერთოდ გამაოცა, იმდენად განსხვავებული ქალი გვაჩვენა. ძალიან მომეწონა თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი.. შესანიშნავი გახსნა

იყო, განვითარება და დახურვა”.

ქართველმა ეპატაჟურმა მუსიკოსმა და მწერალმა ეკო დეისაძემ კი არც ახლა უღალატა თავის სტილს და მოდის კვირეული უცნაურად შეაფასა: ”ქართული „ფეშენი“, ზოგადად, ძალიან სპეციფიური მოვლენაა. ერთადერთი მინუსი, რაც ამ ტენდენციებში შეინიშნება, ის არის, რომ ყველაფერში მაინც სპირტის სუნი ჭარბობს. კარგი იქნება, ცოტა ნარკოტიკები რომ იყოს. მსუბუქი მაინც, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ახლა ყველას შია, ყველა ჭამს, მაგრამ ერიდებათ. მოწეულები რომ იყვნენ, „სუშნიაკი” ექნებოდათ და უფრო გულით შეჭამდნენ. ზოგადად, გული რაშიც დევს, ყველაფერი კაია”.

წყარო: ამბები.ჯი

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=DjdWirSIslI&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები