“ცეკვავენ ვარსკვლავები” ორშაბათს ეთერში არ გავა – ვინ დატოვა პროექტი

“ცეკვავენ ვარსკვლვებში” სკანდალების სერია გრძელდება, გუშინ ტელეიმედში გამართული თათბირის შემდეგ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი სამსახურიდან გაუშვა.
პროექტს კვლავ ნოე სულაბერიძე უხელმძღვანელებს.

ცეკვები ასევე დატოვა დიმიტრი დიკუსარმა, უკრაინიდან ჩამოსულმა ქორეოგრაფმა, რომელიც ცეკვების გარკვეულ ნაწილს დგამდა.

ქორეოგრაფმა მონაწილეებისა და შემოქმედებითი გუნდის სახელით Facebook-ის პირად გვერდზე არხისადმი ოფიციალური მიმართვა გაავრცელა:

ჯერჯერობით არხის ხელმძღვანელობა ფაქტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, ასევე უცნობია თუ რა სახეს მისცემენ აღნიშნულ დაპირისპირებას ისინი, თუმცა გადაცემა ორშაბათს ეთერში აღარ გავა.
ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუ ვინ დაიკავებს საერეჟისორო პულტს, თუმცა ჟურნალ OK!-ის მიერ, სანდო წყაროსგან მოპოვებული ინფორმაციით, ლაშა ცერიაშვილს ზურა ფანქველაშვილი ჩაენაცვლება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, პროექტი სკანდალურად ლალი მოროშკინამ დატოვა და OK!-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არხის პოლიტიკაზეც ისაუბრა. „ტელეკომპანია იმედს ვუსურვებ, რომ შეინარჩუნოს პროექტი, რადგან შეიძლება ჟიურის მხრიდან არაკოლეგიალურმა თუ არაპროფესიონალურმა, დამცინავმა მიდგომამ და ბულიგმა მონაწილეების მიმართ, შესაძლოა ცეკვავენ ვარსკვლავები კონკურსანტების გარეშე დატოვოს“ -აღნიშნა მან.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები