ცაგარელი: ურთულესი დერეფანი გვაქვს გასავლელი – რამდენი თაობა უნდა დატრიალდეს ერთ წრეზე?!

ასტროლოგი მიცეილ ცაგარელი თბილისში განვიათრებულ მოვლენებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს „პოსტის“ ეხმაურება. ასტროლოგი როგორც მთავრობას ისე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მეტი წინდახედულობის გამოჩენას ურჩევს.
„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 17 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა!!! ურთულესი დერეფანი გვაქვს გასავლელი და მეტი ყურადღება და წინდახედულებაა საჭირო!..
რამდენი თაობა უნდა დატრიალდეს ერთ წრეზე, რით ვერ გავიგეთ, ყურადღების კონცენტრაცია და ,,გაფრთხილებულია-შეიარაღებულის” პრინციპით ცხოვრება?!…
ყველა ქვეყნის პრეზიდენტებს, მთავარსარდალსა და მეფეებს ჰყავდათ, ჰყავთ და ეყოლებათ პირადი ასტროლოგი… რა გაგიხდათ მთავრობას ერთი უცხოელი ასტროლოგი მაინც აიყვანეთ თუ ქართველებს არ გვაღიარებთ… მეტი რა ვთქვა… სადამდე უნდა მივიდეს ქვეყანა???
ათასჯერ ვთქვით ასტროლოგებმა, რომ საჭიროა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების თარიღების შეცვლა!!! ნუთუ ასე რთულია ამ თემის გაკეთება და ,,დალაგება”???
ღმერთმა უშველოს საქართველოს!…არც გამგონია და არც გამკეთებელი ჯერ არსად ჩანს…
მომიტევეთ უცბად გადავუღე ჩვენი ,,ჰოროსკოპის”” ჟურნალიდან ფოტო ივნის-ივლისის თვეების შკალებს…სადაც ერთი შეხედვითვე მარტივად ჩანს რა რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი მინიმუმ 20 ივლისამდე…
მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს გისურვებთ“,- წერს მიხეილ ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები