“შერიგებისა და ურთიერთობის აღდგენის დღეა” – მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს “ფორტუნასთან” საუბრისას რჩევებს აძლევს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:12-დან 13:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

შერიგებისა და ურთიერთობის აღდგენის დღეა, თამამად შეგიძლიათ, გადადგათ პირველი ნაბიჯი და დაიბრუნოთ ძველი პარტნიორი. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერი საქმის შესრულებისას, რათა არ დაუშვათ შეცდომა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სუვენირების და საჩუქრების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – დროებით უარი თქვით რძის პროდუქტის და კბილეულის მირთმევაზე. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ დატვირთვას, გაუფრთხილდით კუჭს, გულს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ყვითელი, მწვანე, ბეჟი და იისფერი, ასევე ოპალი, ზურმუხტი, ბრილიანტი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და თევზები”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები