„ყურადღებით!“ – მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

„დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და გაბედული მორიელის, მთვარე კი, ინტუიტიური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება.

ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროსესის გასამართად, ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და მეგობრებთან ერთად პიკნიკის მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა სტომატოლოგთან ვიზიტისა და კბილების მკურნალობისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები