ქვეყნის პატრიოტი ზოდიაქოს ნიშნები

როცა საუბარია პატრიოტიზმზე, საკუთარი წინაპრებისა და ისტორიის სიყვარულზე ასტროლოგები ყოველთვის გამოყოფენ წინა ფლანგზე სამ ზოდიაქოს ნიშანს… მათ, ვისთვისაც ფესვები გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ინოვაცია და მომავლის ტექნოლოგიები.
კურო – მიწის პირველი ნიშანია, სტაბილურობისა და სიმშვიდის მოყვარული. კუროს საშინლად არ უყვარს შეჩვეული ადგილის ცვლა. ამიტომ, სადაც “გაიდგამს ფესვებს” იქაურობას საკუთარი ნებით იშვიათად დატოვებს ასეთი ადამიანი. როგორც იტყვიან “შეჩვეული საძოვრები ურჩევნია, შეუჩვეველ იალაღებს”. კუროს სიყვარულს საკუთარი კერის მიმართ ზუსტად ეს სტაბილურობის მოთხოვნილება განაპირობებს. მას უყვარს ყველაფერი ის, რასაც შეეჩვევა – დაწყებული რკინის, ჭრიჭინა საწოლით, დამთავრებული ეზოში ჟასმინის ბუჩქითა და ბავშვობაში დედის ნაჩუქარი წითელი ჩაის ჭიქით. კურო სიძველეების მოყვარული არ არის, ის უბალოდ შეჩვეულის მოყვარულია. ამიტომაც ხდება ისე, რომ კურო იშვიათად ტოვებს საკუთარ ოჯახს და თუ მაინც უწევს მსგავსი ნაბიჯის განხორციელება, ოჯახისგან მოშორებით იგი თავს არცთუ ბედნიერად იგრძნობს.
კირჩხიბი – მსოფლიოში ცნობილი ისტორიკოსების დაბადების თარიღებს თუ მოიძიებთ, აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი მათგანი სწორედ კირჩხიბის ნიშნით იყო დაბადებული. და ეს შემთხვევითი როდია. კირჩხიბი ბუნებით სიძველეების მოყვარული ნიშანია. მას უყვარს თავისი ოჯახი, კერა და სანათესაო. იგი არასოდეს ამბობს უარს ამ ადამიანებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მის ცხოვრებაში ცუდის გარდა არაფრის მომტანი არ არიან. საკუთარი ქვეყნის, ოჯახისა და კერის სიყვარული ბუნებით მორცხვ და ფრთხილ კირჩხიბს ძალზე ხშირად აგრესიისა და გაუგონარი სიმამაცისკენაც კი უბიძგებს. ეს ის ადამიანია, რომელიც მზად არის საკუთარი სიცოცხლეც კი სასწორზე დადოს ოჯახის წევრების სიმშვიდის სანაცვლოდ. კირჩხიბი ამაყობს საკუთარი გენეოლოგიით და წინაპრებით. აგროვებს ძველ და ანტიკვარულ ნივთებს, ხშირად ცხოვრობს ბაბუის ან დიდი ბაბუის დანატოვარ სახლში და რაც ყველაზე მთავარია, უფრთხილდება მათ ისტორიულ დანატოვარს.
თხის რქა – მსგავსად კირჩხიბისა თხის რქაც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ოჯახს. თუმცა, კირჩხიბისგან განსხვავებით თხის რქას ამ ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრებაც შეუძლია, მაშინ როცა კირჩხიბი იშვიათად ძლებს დიდი ხნით ოჯახის წევრებისგან შორს. თხის რქა, ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს ნათესავებს. მისთვის ეს მოვალეობა წმინდათაწმინდაა და ვერანაირი სხვა ვალდებულებები ვერასოდეს გადაწონის მას. ოჯახის და სანათესაოს შეფასება თხის რქისთვის ყველაზე პრიორიტეტული მოსაზრებაა ცხოვრებაში. მას მართალია შეუძლია თავი მარტომაც გაიტანოს იმიტომ, რომ ძალზე ამტანი და ძლიერი ინდივიდია, მაგრამ ფესვები, ოჯახი და წინაპრების დანატოვარი, რომლითაც იგი ამაყობს, უმთავრესი ფასეულობა იქნება მისთვის მთელი ცხოვრება.

წყარო:https://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები