ფოტო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს – იტალიელ ექიმს უჭირავს პლანშეტი, როცა კორონავირუსით დაავადებული ოჯახს ესაუბრება

იტალიაში გასულ დღე–ღამეში 600–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 40 ათასს გადააჭარბა. იტალიის საავადმყოფოებში მკურნალობენ ძირითადად მათ, ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

ადამიანები იხოცებიან ისე, რომ ისინი ოჯახთან ვერ კონტაქტობენ – ამის შესახებ თავად ექიმები და სამედიცინო პერსონალი ყვება.

გავრცელებული ფოტო კი გულგრილს არავის დატოვებს – იტალიელ ექიმს უჭირავს პლანშეტი, რომლის საშუალებითაც კორონავირუსით დაავადებული მამაკაცი ოჯახის წევრებს ესაუბრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები