ფემინისტები პოლანსკის წინააღმდეგ – „არანაირი პატივისცემა მოძალადეებს“

ფრანგი ფემინისტების ჯგუფმა, ფრანგული კინომატოგრაფიის ინსტიტუტთნ პროტესტი გამართა. ორი აქტივისტი შენობაში ყვირილით შეიჭრა „არანაირი პატივისცემა მოძალადეებს“.
აქცია მიმართული იყო კინომატოგრაფიის რეჟისორის, რომან პოლანსკის წინააღმდეგ, რომელმაც აღიარა, რომ მას 13 წლის გოგონასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ფემინისტების შენობიდან გამოყვანა დაცვამ დროულად მოახერხა, თუმცა აქცია შენობის გარეთ მაინც გაგრძელდა.
აქტივისტები საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ მხარდაჭერა და დაფინასება რომან პოლანსკისთვის შეეწყვიტათ.
რომან პოლანსკი ერთ-ერთი წარმატებული რეჟისორია, 2003 წელს მან აკადემიური ჯილდო ფილმ „პიანისტისთვის“ მიიღო.

კომენტარები

სხვა სიახლეები