„უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს” – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 17 დეკემბრის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს. ცაგარელის განცხადებით დღევანდელი დღე სასიკეთოა ქალწულისა და თევზებისთვის, ხოლო ვერძებსა და ტყუპებს გარკვეული უსიამოვნებები ელით:

„დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური, მუდამ ხალისიანი და ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ცეხვილი პურით, მწვანე ჩაით, თაფლით და დროებით უარი თქვით რძის პროდუქტის, ცომეულის მირთმევაზე. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ვერცხლიფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე მწვანე და ყვითელი იასპი, მალაქიტი, გეაცინტი, აგატი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები