„უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი“ – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 31 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 19:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და ახალი პროექტების პრეზენტაციისთვის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციების და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კბილებს, თავის არეს და სისხლძარღვოვან სისტემას. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფირუზი, წითელი იასპი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები