ულამაზესი ქართველი წყვილის დაშორების დეტალები

გასული წლის ზაფხულში მარიამ ხორგუაშვილმა და ლაშა კალანდაძემ ჯვარი დაიწერეს. მათი ჯვრისწერის ფოტოებმა სრულიაც სოციალური ქსელი მალევე მოიცვა და მათ ყველაზე ლამაზ ქართველ წყვილადაც მოიხსენიებდნენ. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ისევ გამოჩნდა ლაშას და მარიამის ფოტოები, თუმცა ამჯერად სამწუხარო ამბით. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მართალია ლაშასთანაც და მარიამთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ იმის გამო, რომ მარიამს ტელეფონის ნომერი აქვს შეცვლილი, ხოლო ლაშა ძირითადად მობილური ტელეფონის გარეშე გადაადგილდება, ვერ დავუკავშირდით. სამაგიეროდ მათთან დაახლოებულ პირთან შევძელით დაკავშირება, რომელმაც „ნიუპოსტთან“ საუბრისას დაადასტურა წყვილის დაშორების ამბავი.

„მარიამი და ლაშა ერთმანეთს 3 თვეზე მეტია დაშორდნენ. მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ და არც ის არის გამორიცხული რომ შერიგდნენ. მარიამს და ლაშას ძალიან საყვარელი დემეტრე ჰყავთ, რომელიც მალე 5 თვის გახდება.“

წყარო: www.newposts.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები