ულამაზესი ირმები და ფლამენგოები შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისს გაიხსნება (ფოტო)

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მობინადრეების ულამაზეს ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ პარკში ვიზიტორებს მისვლა 15 ივლისიდან შეეძლებათ:

“ვგიჟდები ფლამინგოებზე, მათ სანახავად და გადასაღებად ხან ევროპაში დავდიოდი, ხანაც – აფრიკაში… სად ნახავ მსგავს სილამაზეს, თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ, 31 მაისს გახლდით…
15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლება, ესტუმროს და დაათვალიეროს ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტგასაფართოებელი პარკი…
რაც მთავარია, შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!🇬🇪🇬🇪🇬🇪😀😃😄
P.S. კომენტარში მომწერა ჩემმა მეგობარმა, პაატა სულაბერიძემ, რომელიც ყველაზე კომპეტენტური გახლავთ ამ შემთხვევაშიც, რომ შეიძლება, პარკის გახსნა გაცილებით ადრე მოხერხდეს. ასე რომ, დაველოდოთ… მადლობა პაატა!!!

31.05. 2020. Nikon D500. Nikkor 80-400mm. TT”, – წერს ფოტოგრაფი.

კომენტარები

სხვა სიახლეები