უვარგისი ცოლების ტოპ – სამეული ზოდიქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ალბათ დიდი ნაწილი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად გიპასუხებთ, რომ ცოლი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს აუტანელი, თუ მუდმივად არა პერიოდულად მაინც. თუმცა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ქალები, ვისაც ცოლის როლის მორგება ნაკლებად გამოსდით და ხშირად, განსაკუთრებული სურვილიც არ გააჩნიათ ამის…
ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მოჭარბებული მამაკაცური ენერგეტიკითა და სხარტი აზროვნებით გამოირჩევიან. ამიტომ, ძალზე ხშირად ირჩევენ მამაკაცურ პროფესიებს და ზოგადად, გამუდმებით ებრძვიან ძლიერ სქესს იმის დამტკიცების მცდელობაში, რომ ყველაფერს უმამაკაცოდაც იოლად და მარტივად გააკეთებენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ასეც არის. ამიტომ ვერძი ქალის ცოლად მოყვანით, მამაკაცი დიდ რისკზე მიდის და ოჯახში, ფაქტობრივად ნელი მოქმედების ბომბს ამონტაჟებს. სანამ შეყვარებულია კიდევ ჰო, მაგრამ როცა ვერძს რომანტიკული “უწი-პუწი” ყელში ამოუვა, გული აუცილებლად გაუწევს უპირატესობის დამტკიცებისკენ ამჯერად უკვე მეორე ნახევართან. მამაკაცებს კი მოგეხსენებათ, არ უყვართ ქალი, რომელიც მუდმივად ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა. გამოსავალი ერთია, ვერძს ან საკუთარი ადგილი მიუჩინოთ (საამისოდ ძალიან ძლიერი უნდა იყოს მამაკაცი – კარგია თუ ლომი, მორიელი ან თხის რქაა იქნება), ან მოემზადოთ განქორწინებისთვის. იმიტომ რომ კომპრომისზე იგი არასოდეს წამოვა.
ტყუპი – ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ამ ქალთან ურთიერთობა ძალზე მარტივი, ადვილი და სასიამოვნო. ასეა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე მანამ, სანამ იგი თქვენით ინტერესდება და როგორც ახალ, საინტერესო წიგნს ისე გიყურებთ. მაგრამ ტყუპის ორსახოვანი ბუნება ნუ დაგავიწყდებათ. ამ ადამიანებს არ ახასიათებთ ხანგრძლივად ერთ, კონკრეტულ თემაზე კონცენტრირება, მათ შორის ურთიერთობებიც შედის. ამიტომ ტყუპს შესაძლოა დღეს უყვარხართ, ხვალ კი მის თვალში მოსაწყენ ინდივიდად გადაიქცეით, რომელიც არაფერს აკეთებს ურთიერთობაში სიახლის შემოსატანად. თუ ეს მართლაც ასეა, მერწმუნეთ, ის ბევრს არ იფიქრებს და სხვა, უფრო საინტერესო პარტნიორზე სინდისის ქენჯნის გარეშე გაგცვლით, მიზეზი კი ისე თქვენ იქნებით…
მერწყული – მისი პრობლემა ის გახლავთ, რომ თავი ცოლის ამპლუაში თუნდაც რიგით მესამე ქორწინების მომენტშიც კი ვერა და ვერ წარმოუდგენია. ეს არის ქალი, რომელსაც მაქსიმალური თავისუფლება ესაჭიროება მამაკაცისგან. შესაბამისად მოვალეობები, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას ახლავს თან მისთვის ხშირად დამღლელი, მიუღებელი და გაუგებარიც კია. შესაბამისად, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ იგი წინდებს სამ თვეში ერთხელ გაგირეცხავთ, სადილს კი დღესასწაულებზე მოგიმზადებთ ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავადაა კრეატიულ ხასიათზე და სამზარეულო ამ კუთხით აინტერესებს. თუ მაინც დააძალებთ ცოლის ვალდებულებების შესრულებას, ჩხუბს და აყალმაყალს არასოდეს გაგიმართავთ. მშვიდად ჩაგილაგებთ ნივთებს და სამომავლოდ მეგობრობას გულწრფელად შემოგთავაზებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები