ტომას ჯალაკი: „მოსატ…ვი უნდა მოტ…ას კაცმა“ – „ნიკა გრიგოლიას ვაგინე, ცემაც მინდოდა“

მას შემდეგ, რაც „მარაოს“ ეთერში გადაცემაში „ერულების ტესტი“ ტომას ჯალაკი გამოჩნდა, ცნობილ ცოცარზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა საზოგადოება. მოსაზრებები კვლავ ნეგატიურია.

პრინციპში მოსაწონიც არაფერი იყო, ტომასმა ერთგულების ტესტი ვერ ჩააბარა. შეყვარებულის თვალწინ, ქართული ოჯახების მნგრეველ ბაბეტასთან სექსი გააჩაღა. ვიდეო მალე გავრცელდა ინტერნეტსაიტებზე და ჯალაკი კვლავ გაილანძღა. მაყურეებელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გადაცემის სცენარი თავად ტომას მიაწერა და თქვა, რომ ყველაფერი სკანდალების მოყვარული ცოცრის დადგმული იყო. მოკლედ ბევრი კითხვა დაგროვდა ტომასის ირგვლივ და აი ისიც.

– ტომას, პირველ რიგში, შენს შეყვარებულზე მიამბე, არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა…

– არავინ იცოდა. ეს თემა დელიკატურია ჩემთვის, არ მიყვარს საზოგადოებაში ამის აფიშირება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მერე მას დაუწყებდნენ ცუდ საუბარს ჩემზე და გამიბრაზებდნენ. ისედაც გავაბრაზე და მეტიც, დავკარგე!
– მაშ გადაცემაში როგორ მოხვდა, თუ ასე საგულდაგულოდ მალავდი?
– ეგეც მახე იყო ჩემთვის. ბელა აიყოლიეს დაქალებმა, მიდი, გამოიჭირეო, უთხრეს. პირი შეკრეს ჩემ წინააღმდეგ… არ მეგონა თუ ასე ეპარებოდა ეჭვი ჩემში.
– არ უნდა შეპარვოდა?
– კი. ეგ ბუნებრივია, სიყვარული ეჭვის გარეშე უიღბლოა!
– თემას ნუ ცვლი, სანდო არ აღმოჩნდი! თუ ვცდები?
– სანდო ვარ. უბრალოდ ცხელი ზონა იყო ეგ ყველაფერი ჩემთვის. ვარჯიშიდან ახალი მოსული ვიყავი. დავლიე, რასაც არ ვარ მიჩვეული და შევხურდი რა… კაი ახლა, ბიჭი ვარ. ნამდვილი მამაკაცები ასე მოიქცეოდნენ… ხომ იცი, მოსატყ… ავი უნდა მოტყ…ას კაცმა…
– რა მოხდა ჩაწერის შემდეგ?
– ავატრიალე ყველაფერი, დავერიე ყველას, ძმაკაცსაც ცუცად შევეხე, რადგან მან მისცა ამის ნება გადაცემის წამყვანსა და ბელას. მე ასეთები არ მევასება… ზურგს უკან მოქმედებებს ვერ ვიტან! ნიკა გრიგოლიას ვაგინე!
– მართლა? მოგითმინა?
– ჩემი გაბრაზება ძააან ძნელია და როცა ვბრაზდები ჩემ თავს აღარ ვგავარ. ეს მომენტი მქონდა. ნიკა ახლა ამერიკაშია. მომითმინა რა, ვერაფერს მეტყოდა, ჩემი პროვოცირება გადაწყვიტა და აბა რას ვიზამდი, ცემაც მინდოდა მაგრად, მაგრამ… პატარა ლამაზი გოგო მყავდა და გამიფრინეს უაზროდ.
– შენ ხომ არ გაგექცა ამერიკაში?
– შეიძლება მეც გამექცა, არაა გამორიცხული. ხომ ჩამოვა, სად წავა?
– ტომას, რას ეტყვი მათ, ვისაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შენი დადგმული იყო? სწორად გამიგე, სკანდალების მოყვარულ ადამიანად გიცნობთ…
– მე მაგათი აზრი ცოცორზე მკიდია! მე რას დავდგავდი, სისულელეა, რეალობას დადგმულად აღიქვამენ. ნეტავ დადგმული იყოს! ჩემი სცენარით რომ ყოფილიყო, გაცილებით მაგარი იქნებოდა… ბევრ ნუ ბლატაობენ, ყველა ბიჭი ასე მოიქცეოდა. ვერც მაგარი შეყვარებული შეიკავებს თავს თუ მაგარი ექსტაზი აქვს…
– ახლა რას აპირებ?
– დამთავრდა ყველაფერი. შერიგების ვარიანტი აღარ მაქვს. აწი სხვანაირად მოვიქცევი, მობილიზებას გაუკეთებ ჩემ თავს. ახლა უფრო მაგარი საყვარელი, შეყვარებული ვიქნები მისთვის, ვინც მეყოლება… ,ასე რომ გოგოებო თავისუფალი ვარ და მეტი დროც მაქვს!

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები