ტელეპორტირებული ზოდიაქოს ნიშნები

ბახ! და აი სამყაროს რაღაც ემართება: ფეთქდება რაღაც სადღაც, იძვრის ადგილიდან, მატრიცა ირღვევა – და შენ ქრები შენი მყუდრო ბინის მოხერხებული სავარძლიდან, ზუსტად მაშინ როცა „საიდუმლო მასალების“ მორიგ სერიას უყურებდი და ჩნდები სადღაც უცხო ადგილას, უცხო ქალაქის, უცხო მოედანზე. არა საბუთები, არა ფული და საერთოდ არაფერი ისეთი, რაც უფრო გაგიადვილებდა აქ ყოფნას!.. როგორ მოიქცევი?!

ვერძი – გადახედავს ირგვლივ პეიზაჟს დიდი და გაოცებული თვალებით და დაასკვნის რომ გაგიჟდა ან სულ ცოტა უკლია გაგიჟებამდე, რაც გამოწვეულია ტელევიზორის ხშირი ყურებისგან ტვინის გაფუებით. მერე გონებას დაძაბავს და გაიხსენებს, რომ არაფერი ისეთი არ დაულევია, არც მოუწევია და გადაწყვიტავს, რომ დილით უფრო საღი გონებით ჯობია გადაწყვეტილების მიღება და წავა დასაძინებლად. ან საიდან უნდა ცოდნოდა ვერძს რომ დილის მზის სხივები ვერ გადაწყვიტავდნენ მის პრობლემას?

კურო – როცა დარწმუნდება რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ არის, რომ ნადვილად საღაც შორს დარჩა მისი კომფორტული სავარძელი, რომ ერთი გროშიც კი არ აქვს ჯიბეში..გადაწყვიტავს რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს მაინც გადარჩეს. პირველ რიგში აუცილებლია ფულის მოძიება, მაგრამ როგორ? ვინმე უნდა გაძარცვოს? არა! ის მხოლოდ თავისი შრომით მოიპოვებს ამ ფულს… აი იქ ტვირთს ჩამოტვირთვას და ავტობუსის ბილეთი უკვე მისია, აი იქ კი იატაკს მოწმინდავს და ფაქტიურად უკვე სახლშია…

ტყუპები – პირველ გამვლელს დააცხრებიან თავზე მილიონი კითხვით, პირველი კითხვა იქნება “რა დროა ახლა?“. მას ძალიან გაუმართლებს, თუ თანამოსაუბრე მას არ ჩათვლის შეურაცხად გიჟად და საშველად პოლიციას არ დაუძახებს. მისი ბედი პირდაპირპროპორციულად დამიკიდებული იქნება თავისავე უნარზე, თუ როგორ შეძლებს უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. როგორც წესი ეს კარგად გამოსდით, ერთ დღეში თავისუფლად შეუძლიათ ერთი ვაგონი მეგობრების შეძენა, საკვებიც არ არის პრობლემა, არც წვეულებებზე მოსაწვევები. და თუ მას მაინც მოენატრება თავისი მყუდრო ბინა (რისი ალბათობაც არც ისე მაღალია, რადგან ახალი შთაბეჭდილებები უფრო საინტერესოა მისთვის!), ავტოსტოპით წასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. და არც ისაა გამორიცხული, რომ უკან თავის ახალ მეგობრებთან ერთად დაბრუნდეს.

კიბო – უცებ ჩაწვდება სიტუაციის არსს, გაიხედ-გამოიხედავს, მონახავს საწინააღდეგო სქესის სიმპათიურ წარმომადგენელს და ეტყვის რომ ის მომვლიდანაა, რომ სულაც არ გაგიჟებულა და რომ რაღაც მნიშვნელოვანის მოსაძებნადაა უკან დაბრუნებული, მაგრამ სისტემაში მოხდა შეცდომა და სულ სხვა ადგილას აღმოჩნდა. დროის მანქანა კი სულ სხვა ქალაქში ელოდება (აქ ის დაასახელებს თავის მშობლიურ ქალაქს). და ამ ყველაფერს ისე მოყვება და ისეთი სახით ითხოვს დახამრებას, რომ უარს ვერავინ ვერ ეტყვის. მაგრამ აქვე არის საშიშროება, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდეთ და კიბო, თუ სამუდამოდ არა, დიდი ხნით მაინც დარჩეს უცხო ქალაქში…

ლომი – მიუხედავად მისი საოცრად ოპტიმისტური ბუნებისა ვერაფრით ვერ იყტვის რომ უფულობა და უსაბუთობა არ დაძაბავს, რომ მისი სიმდიდრე მხოლოდ მისი კუდი და ფაფარია. ფული მაინც სჭირდება და აქ არ გამოადგება მაღალფარდოვანი მეტაფორა, რომ მისი წლები-მისი სიდიდრეა! და თან თუ ეს წლები არც ისე ბევრი აქვს. ამიტომ მოიკრებს ძალღონეს და დაიწყებს ფიქრს, თუ როგორ იმოქმედოს. არც გაუჭირდება მოფიქრება, რადგან ლომი ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს და სახლშიც დაბრუნდება აუცილებლად, მაგრამ რა გზით ამის თქმა დაზუსტებით არ შეიძლება, რადგან ისინი ძალიან არაპროგნოზირებადები არიან.

ქალწული – ვერაფრით ვერ უჯერებს საკუთარ თვალებს, დაუწყებს ჩქმეტას საკუთარ თავს, მართალია ამით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს დიდი ჩალურჯებების გარდა. არავისაც არ კითხვას სისულელებს სად ვარ და რატომ ვარ აქო, უბრალოდ ცოტას გაივლის და რაიმე ტრაფარეტს იპოვის წარწერით, სადაც ქუჩა იქნება მითითებული. ეს საკმარისია მისთვის საორინეტაციოდ და ამის მერე აღარ გაუჭირდება სახლში დაბრუნება..- ეს რათქმაუნდა თუ შინაგანად ბრძოლა არ გამართა საკუთარ თავთან და არ მოუწია საკუთარი თავისთვის მტკიცება, რომ სულაც არ გაგიჟებულა და ეს რეალობაა.

სასწორი – დაინახავს რა უცხო შენობებს და ქუჩებს, უცხო ადამინებს და ავტომობილებს, გულში გაუხარდებათ კიდეც, რომ „საიდუმლო მასალებს“ უყურებდა და არა რაიმე „მუმიის“ მაგვარ სისულელეებს – აშკარად უკეთესია ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარო უცხო მოედანი, ვიდრე პირისპირ შეხვდე მკვდრეთით აღმდგარ ეგვიპტელ ფარაონებს. მაგრამ სასწორი სადაც არ უნდა მოხვდეს პრინციპი – მშიერი სასწორი, ეს ბოროტი სასწორია! – სულ მუშაობს. არადა სახლში ქურაზე შემწვარი კარტოფილი დატოვა. ამიტომ ის მალევე გადაერთვება თემაზე: „როგორ დავბრუნდე სახლში ისე მალე, რომ კარტოფილი არ გაცივდეს“.

მორიელი – სულის სიღრმეში ყოველვის ოცნებობდა რაღაც ამდაგავრი გადახდენოდა თავს. თავიდან ეიფორიაშია, სანამ გონია, რომ შავ ხვრელში მოხვდა ან ბერმუდის სამკუთხედში ან დროის კარიბჭე გაიარა ან რაიმე მისთანა. მას ღრმად სჯერა, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ტელეპატია, ტელეპორტაცია და ტელეკინეზი, ამიტომ ერთი წამითაც არ იფიქრებს რომ გაგიჟდა, ის უბრალოდ დაიწყებს სივრცის შესწავლას, რომელშიც მოხვდა და თან ბედნიერი იქნება რომ ბედმა ასეთი შესაძლებლობა აჩუქა. დაიწყებს ქუჩებში სიარულს და აკვირდება ყველა გამვლელს და ცდილობს მათ სახეზე აღმოაჩინოს სამყაროს დიდი საიდუმლოს ნიშნები და სადღაც ქვეცნობიერად გულიც კი წყდება რომ ისევ დედამიწაზეა და არა რომელიმე სხვა პლანეტაზე.

მშვილდოსანი – მისტიური მოვლენები სულაც არ მოქმედებს მშვილდოსნის ბუნებრივ ოპტიმიზმზე და საკუთარი ძალების რწმენაზე. როგორც ნამდვილი ავანტურისტი, ის სახლში დაბრუნების ყველაზე ეგზოტიკურ გზას აირჩევს – დაიმალება სამგაზვრო მატარებლის ვაგონში, რომელსაც კურსი მისი ქალაქისკენ უჭირავს ან სულაც დიდ ტრაილერში შეძვრება. თუ ბედმა არ გაუღიმა და სულ სხვა მიმართულებით წავიდა ტრანსპორტი (მაგალითად ბადენ-ბადენში) თაგადასავლების მოყვარული მშვილდოსანი მონახავს უკვე სხვა უფრო ეგზოტიკურ გზებს, თუნდაც მფრინავ თეფშზე მოუწიოს ჩუმად აძრომა და მაინც დაბრუნდება სახლში.

თხის რქა – პირველი 10 წუთი იქნება ყველაზე გაოგნებულ და გაშეშებულ მდგომარეობაში, რაც კი საერთოდ არსებობს დედამიწაზე. როგორც კი შოკი გაივლის, იმ წამსვე მიხვდება, რომ ასე დგომით შორს ვერ წავა და რამე უნდა მოიფიქროს. ის რეალურად შეაფასებს მდგომარეობას, აწონ დაწონის .. დასაწყისისთვის ფსიქოანალიზის და ლოგიკურად დედუქციური გამორცხვის მეთოდით გაიგებს თუ რომელს პლანეტის რომელ ქვეყანაში და საერთოდ რომელ დროში იმყოფება და მხოლოდ შედეგ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყებს მოქმდებას და არავითარ შემთხვევაში არ მიენდობა შემთხვევითობას!

მერწყული – ჯერ კიდევ „საიდუმლო მასალების“ შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი სულაც არ გაოცდება, რომ თავის საყავრელი სავარძლის ნაცვლად სადღაც დასაკარგავშია, სადაც უცნაური ადამიანები დადიან და უცნაურად აკვირდებიან მას. ის ჩამოჯდება უახლოეს სკამზე და დაიწყებს ლოდინს დარწმუნებული იმაში, რომ ნებისმიერ წამს მას მიაუხლოვდება მალდერი და სკალი ( საიდუმლო მასალების პერსონაჟები) და მოუყვებიან თუ როგორ გახდა ის დროში და განზომილებაში გადაადგილების ექსპერიმენტის მსხვერპლი და რომ საქმე ძალინ ცუდადაა, მაგრამ ეს ორი კეთილი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის დაბრუნდეს სახლში, ჩაჯდეს თავის სავრძელში და გააგრძელოს ტელევიზორის ყურება.
თევზები – ეს მისტიური ნიშანი ტვინს იღრძობს იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეძლო ტელეპორტაცია და შეეცდება პროცესი წარმართს პირიქით, რათა სახლში დაბრუნდეს. ამ პროცესისთვის კი გონებას ბოლომდე ძაბავს, შედის ქვეცნობიერში და იყენებს მთელს მის ოკულტურ ცოდნას. ხოლო აზრი, რომ სახლში დაბრუნება ცოტა რეალური მეთოდით მოსინჯოს (მაგალითად ავტოსტოპი) მას თავში იმაზე გვიან მოუვა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

წყარო: http://geoastro.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები