“სწორედ დღეს არის ნამდვილი ახალი წელი”

 სწორედ დღეს არის ნამდვილი ახალი წელი, რომელიც ბუნებამ დააწესა და არა ადამიანმა. ამის შესახებ ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს 20 მარტს 8:31 წუთზე თბილისის დროით, იწყება ახალი 2016 წელი, მარსის წელი. სწორედ დღეს არის ნამდვილი ახალი წელი, რომელიც ბუნებამ დააწესა და არა ადამიანმა. მოგილოცავთ სულით და გულით, სიკეთე და ჰარმონია გქონოდეთ სამყაროსთან, ადამიანებთან. სიყვარული გქონოდეთ .
დღევანდელ დღეს დიდი ძალა აქვს, და შეხვდით პოზიტივით , გაეცით დადებითი ემოციები და იქნებით ესეთი მთელი წელი.
ისწავლეთ სამყაროს ენა, შეიცანით საკუთარი თავი და ბედნიერება არასოდეს მიგატოვებთ, რადგან ჩვენ არ ვართ წვალებისთვის დაბადებულები . შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა და ვმართოთ უკეთესობისკენ. ხალხი უნდა გაერთიანდეს ერთი იდეის, აზრის ქვეშ და შედეგიც არ დააყოვნებს”.
მრავალ ახალ წელს დაესწარით!!! – წერს ბიძინაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები