სოფო ნიჟარაძე სუბლატის გამოსვლას აფასებს – „კარგია რომ ღირსეულმა მაინც გაიმარჯვა“

ქართველ მომღერალს და 2010 წლის „ევროვიზიის“ მონაწილეს საქართველოდან სოფო ნიჟარაძეს, ნინა სუბლატის და ზოგადად, კონკურსის შედეგების შეფასება ვთხოვეთ. მისი აზრით, ადგილს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია საქართველო ღირსეულად წარსდგა კონკურსზე.

„ადგილს მნიშვნელობა არა აქვს. იმიტომ რომ მთავარია ძალიან ღირსეულად წარსდგა კონკურსანტი. გაგვაერთიანა ყველა, ემიგრანტებიც, საქართველოც. ყველა ჩართული ვიყავით „ევროვიზიაში“. ძალიან მიხარია. სამწუხაროდ, კონკურსის წესებიდან გამომდინარე ვერ მიხვდები ვერასდროს, რომელია ის სიმღერა, რომელზეც შეიძლება ფსონი დადო. ეს გამართლებაზე და სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა PTN.ge-თან საუბრისას სოფო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, კონკურსის გამარჯვებული, მართლაც რომ ღირსეული მონაწილე გახდა.

„გამარჯვებული აშკარად ძალიან კარგი იყო. კარგი სიმღერა ჰქონდა არჩეული. თვითონ მომღერალიც ძალიან კარგია და საერთოდ,  კარგია რომ ღირსეულმა მაინც გაიმარჯვა“, – დასძინა სოფომ.

სოფო კონკურსის შიდა სამზარეულოზეც გვესაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც გაგვიზიარა.

სოფო ნიჟარაძე: „ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკური კონკურსია, ზოგი ამბობს, რომ არ არის პოლიტიკური კონკურსი, მაგრამ ალბათ, რა თქმა უნდა, მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის ისეთი კონკურსი, რომელზეც მეგობრობა და მეზობელი ქვეყნები ძალიან ბევრს ნიშნავს. გინდათ დავაქრვათ პოლიტიკა, გინდათ ნუ დავარქმევთ. ამიტომ, როგორც კი იწყება ხოლმე ხმის მიცემა, ასე ვთქვათ, ვიცი ხოლმე, რომელი ქვეყანა რომელ ქვეყანას მისცემს ხმას. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს. სამწუხაროც ის ფაქტიც გვაქვს საქართველოს, რომ ბევრი ემიგრანტი არ გვყვავს საზღვარგარეთ  და ამიტომაც ხდება ასე. როგორც ვიცი, ჩვენ ყოველთვის ჟიურის ხმის მიცემით, კარგ პოზიციებზე ვართ ხოლმე. ჩემ დროს მაგალითად, ნახევარფინალი ჟიურის ქულებით მოვიგე, ფინალში, ჟიურით ვიყავი მეოთხე ადგილას. თუმცა, მე ვიტყოდი, წლევანდელი შედეგი არ არის სამწუხარო. იყო პატარა ქვეყნიდან, როგორიც არის საქართველო, იყო მე-11 ადგილას, ასე ღირსეულად წარსდგე და ყველა შენზე ლაპარაკობდეს, მე მგონი ნამდვილად არ არის ცუდი, ეს გადასარევია და ნამდვილად წარმატებაა“

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები