სკანდალური ფოტოები, გამდიდრებული ფოტოგრაფები და მოტყუებული რედაქციები (ფოტოკოლაჟი)

2006 წლის მაისში პაპარაცებმა ბრიტნი სპირსი იმ მომენტში დააფიქსირეს, როდესაც ბავშვი კინაღამ ხელიდან გაუვარდა, სხვათა შორის, ამ ფოტოს გამო ბრიტნის დროებით ჩამოერთვა მშობლის სტატუსი.

ფოტოგრაფმა დენი ბოიმ ფოტოსთვის 250 000 $ მიიღო.


შიდსით დაავადებულ ფრედი მერკურიზე თითქმის ყველა ფოტოგრაფი ნადირობდა.
ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ამ სურათისთვის ფოტოგრაფმა 230 000$ აიღო.


2005 წლის ოქტომბერში The Daily Mirror-მა 300 000$-ად იყიდა მოდელის, კეიტ მოსის ფოტო, რომელიც კოკაინს ისუნთქავდა.


 ჟურნალ Penthouse-ს არ გაუმართლა ფოტოგრაფმა მათ მოტყუებით მიჰყიდა ფოტო სადაც თითქოს შიშველი ანა კურნიკოვა იყო, რეალურად კი ფოტოზე   იტალიელი მოდელიორის ქალიშვილი ჯუდიტ სოლტის ბენეტონი იყო აღბეჭდილი.


თითქმის 1 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული მსახიობ გვინეტ პელტროუს პატარა ქალიშვილი.


ერთ-ერთმა გამოცემამ 1, 1 მილიონ დოლარად შეიძინა მონაკოს პრინცესა კაროლინას და ჩოგბურთელის, გილმერო ვილასის ფოტო 1982 წელს.


კენედის ყოფილი ცოლის, ჟაკლინ ონასისის ტოპლესისთვის ფოტოგრაფმა რონ გალელამ, რომელიც წლების განმავლობაში დასდევდა უკან კენედის ქვრივს და შემდგომ ბერძენი მილიარდელის ცოლს, 1, 2 მილიონი დოლარი აიღო.


ეგვიპტეს მეფის, ფარუხას ფოტო, რომელიც მუშტებით თავს დაესხა იტალიელ ფოტოგრაფს, ტაციო საკიაროლის, ერთ-ერთ გამოცემას 1, 4 მილიონი $ დაუჯდა.


1, 5 მლნ.$ ღირდა გარდაცვლილი ანა ნიკოლ სმიტის ფოტო.


6 მილიონი $ გადაიხადეს გამოცემებმა პრინცესა დაიანას და დოდი ალ ფაიედის სენ-ტროპეზეში გადაღებულ ფოტოსესიაში.


საკმაოდ მსხვილი თანხა გადაიხადეს პრინცესა დაიანას სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებულ ფოტოში, სადაც ისინი პაპარაცებისგან თავის დაღწევას ცდილობენ.


2002 წელს მაიკლ ჯეკსონმა საკუთარი 9 თვის შვილი აჩვენა ფოტოგრაფებს და პრესას, რა დროსაც ბავშვი კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ფოტომ მთელი მსოფლიოს გამოცემები მოიარა.


ჟურნალმა US Weekly -მ   კრისტენ სტიუარტის   რუპერტ სანდერსის საკმაოდ ინტიმური ფოტო გამოაქვეყნა, რასაც    რუოპერტის განქორწინება მოჰყვა, ხოლო კრისტენმა რობერტ პარტისონს საჯაროდ მოუხადა ბოდიში.   გამომცემლობას კი ფოტოს გამოქვეყნება საკმაოდ ძვირი დაუჯდა.


კომენტარები

სხვა სიახლეები