“სიფრთხილე გვმართებს აირებთან ელექტროობასთან„- ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 17-25 იანვრის პერიოდში დიდია საავარიო სიტუაციების შექმნის ალბათობა, ასევე, სიფრთხილეა საჭირო აირთან დაკავშირებითაც. ადამიანებს, კი ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები გაქვთ, საჭიროა პროფილაქტიკური მკურნალობა და წნევის კონტროლი.
„გაითვალისწინეთ, 21 იანვარს 09:15 წუთზე, ლომი-მერწყულის ღერძზე ხდება სავსემთვარეობა და ასევე, მთვარის დაბნელება, ე.წ. ,,სუპერ მთვარე,, რომელიც თბილისის დროით იწყება 7:34 წუთზე და 10:51 წუთზე სრულდება. მაქსიმალური ფაზა 9:12 წუთზე დადგება. წინასწარ მოემზადეთ ამ პერიოდისთვის შესაბამისად და აღიჭურვეთ ოპტიმიზმით.
17-25 იანვრის პერიოდში გამოიჩინეთ ზედმიწევნითი სიფრთხილე, არაფერი ახალი არ დაიწყოთ, დაკავდით მიმდინარე საქმეებით.
სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე! მოერიდეთ საავარიო სიტუაციების შექმნას. ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს!
სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან მიმართებაშიც, მით უფრო ვისაც ელექტროობასთან, კომპიუტერებთან აქვს საქმე!
ასევე, სიფრთხილე გვმართებს გაზებთან, აირებთან დაკავშირებითაც, ვინაიდან დაბნელება სწორედ ჰაერის ნიშანში ხდება, თან, ე.წ. შავი მთვარეც, მერწყულის ზონაში იმყოფება – ეს თემები განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.
ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები გაქვთ, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა, აკონტროლეთ წნევები.
მგრძნობიარე და ემოციურ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, მით უფრო მათ, ვინც კარგად გრძნობს მთვარის ენერგიებს და რეაგირებს ფაზების ცვალებადობაზე – ნუ აყვებით ემოციებს, ნუ ჩავარდებით დეპრესიასა და პესიმიზმში, სიმშვიდით გაიარეთ ეს დღეები.
ასევე, ყურადღება გამოიჩინეთ ინფექციური დაავადებების მიმართ. თანდათან ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდება, დაიკლებს დაავადებების გავრცელება, მაგრამ ეს ერთი კვირა, მაინც ყურადღებას ნუ მოადუნებთ.
ახლა გავდივართ დაბნელების დერეფანს, ამიტომაც არის ასე რთული ბოლო 2 კვირა…თებერვლიდან სიტუაცია შემსუბუქდება..
გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის! გისურვებთ სულიერ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას!“,- აცხადებს ქეთი ვაწაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები