სიურრეალიზმის იაპონელი ოსტატი – ეიკო ჰოსოეს შთამბეჭდავი ფოტოკადრები

ეიკო ჰოსოე 1933 წელს იამაგატას პრეფექტურაში დიბადა (კუნძული ჰონსიუ, იაპონია). კამერა ხელში 15 წლისამ აიღო და მოზარდობიდან შეეცადა სამყარო მისეული ხედვით აღებეჭდა. უკვე 1951 წელს მან პირველი სერიოზული წარმატება მოიპოვა, როდესაც სტუდენტებს შორის „ფუჯიფილმის“ მიერ ორგანიზებული, პოპულარული კონკურის «Fuji Photo Contest» – ის გამარჯვებული გახდა.
1954 წელს ჰოსოემ, ქალაქ ტოკიოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო. 1956 წელს მისი პირველი ფოტოგამოფენა გაისხნა სახელწოდებით – «An American Girl in Tokyo». რამდენიმე წლის შემდეგ, ეიკო ჰოსოემ კოლეგებთან, კიკუჯი კავადასთან, აკირა სატოსთან, აკირა თანნოსთან , შომეი ტომაცუსთან და იკო ნარაჰარასთან ერთად ორგანიზება გაუწია ფოტოსააგენტო VIVO-ს გამოფენას. მან ფოტოხელოვანს დიდი წარმატება მოუტანა. ჰოსოე მთელს იაპონიაში გაიცნეს. 50-იან წლებში ეიკო ჰოსოე თავისი დროის დიდ ნაწილს სტუდიურ გადაღებებს უთმობდა, ორგანიზებას უწევდა საკუთარ გამოფენებს, ასევე არაერთი პოპულარული ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები