სამი ყველაზე თბილი და ალერსიანი ზოდიაქოს ნიშანი

მშვილდოსანი – სიყვარულის, სითბოსა და ალერსის ფეიერვერკია. ხანდახან შეიძლება თავიც კი მოგაბეზროთ ზედმეტი ჩახუტებითა და კოცნით. მშვილდოსნებს ამის გამო მეუღლეები ხშირად საყვედურობენ. განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც საზოგადოებაში თავს ვერ შეიკავებენ და მოულოდნელად ალერსს იწყებენ.
მერწყული – ის თბილი, ნაზი და ალერსიანია. თუ მერწყული კარგი თვალით გიყურებთ, არასოდეს დაიშურებს თქვენ მიმართ სიყვარულს. ხანდახან შეიძლება ზედმეტიც მოუვიდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ უსაყვედუროთ.
ლომები – ალერსიანები და ამავე დროს ძალიან საყვარლები არიან. მუდმივად ცდილობენ, მოსაუბრეს ხელით შეეხონ. შეუძლიათ ახალი გაცნობილი ადამიანი გემრიელად ჩაკოცნონ. საყვარელ ადამიანს კი კოცნით დაახრჩობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები