რუსული მედია: ბუბა კიკაბიძემ სიტყვა ვერ შეასრულა და პეტერბურგში 40 ათას ევროდ იმღერა

გასულ ზაფხულს ვახტანგ კიკაბიძეს 80 წელი შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობს, ხანდახან კინოში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ ხშირად კონცერტებსაც მართავს. როგორც თვითონ ამბობს ყველგან რუსეთის გარდა. “მე არ შემიძლია თქვენთან ჩამოსვლა, იმიტომ რომ არ მინდა მოვიტყუო. მე მომწონს სიმღერა იქ სადაც არის ხალხი, რომელიც მე მსიამოვნებს. ძალიან მაწყენინეს, როდესაც უარი ვთქვი მეგობრობის ორდენზე”, – აცხადებს კიკაბიძე.
რუსული მედიის ცნობით, კიკაბიძე პეტერბურგის ერთ-ერთ რესტორან “შალიაპინში” დახურულ ღონისძიებაზე მიიწვიეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის თავიდან უარზე იყო რუსეთში ჩასვლაზე, სანამ ჰონორარის სახით 40 ათასი ევრო არ შესთავაზეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მან მაშინვე უღალატა საკუთარ პრინციპებს. გარდა ამისა, ღონისძიების ორგანიზატორები მას სრულ კონფიდენციალურობას დაჰპირდნენ.

როდესაც რუსული საინფორმაციო გაზეთის “ექსპერტს მედიის” ჟურნალისტები “შალიაპინის” ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ და როდის ესტუმრება მათ კიკაბიძე კვლავ, ხაზის მეორე მხარეს შეყოყმანდნენ:
– მე არ შემიძლია ადეკვატური პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე – განაცხადა ადმინისტრატორმა მცირე პაუზის შემდეგ.
მაშინ ჟურნალისტმა გადაწყვიტა თავად კიკაბიძესთვის დაერეკა თბილისში.
– მე უკვე 9 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ თქვენთან ჩამოსვლას. პეტერბურგში “შალიაპინის” რესტორანზე კი არაფერი მსმენია, – განერვიულდა ბატონი ვახტანგი.
მან მაშინვე შეცვალა სასაუბრო თემა:

– ჯობია ჩვენთან ჩამოხვიდეთ, საქართველოში, მე დღემდე ვმართავ კონცერტებს და არამხოლოდ საქართველოში.

– როგორც ვიცით, ბაქოში “ჟარას” ფესტივალზე თქვენ სოფო ნიჟარაძესთან ერთად გადაგიღეს. ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ მას ეფლირტავებოდით კიდეც,- ეკითხება ჟურნალისტი კიკაბიძეს.

– ბაქოში “ჟარას” ფესტივალზე მე ორჯერ ვიყავი. სოფო ნიჟარაძეს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ის ჩემი თანამემამულეა, სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა, – პასუხობს ვახტანგი.

– როგორ აღნიშნეთ 80 წლის იუბილე?

– ო, დიდებულად! მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები – მოსკოველები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, ქართველები, სომხები … ყველანი იყვნენ. ვიღაცამ ისრაელიდან საჩუქრად როკ ჯგუფი ჩამომიყვანა. მეგობრებმა სახალისო და სასიამოვნო სიმღერები შეასრულეს.

– როგორ გეგმავთ ახალი წლის შეხვედრას?

– მე მიყვარს ახალი წელი. როგორც ყოველთვის ოჯახთან ერთად შევხვდები. ჩემი ვაჟი, კოსტია, კანადიდან უკვე ჩამოვიდა. ქალიშვილი მარინა, ის მსახიობია და ოჯახთან ერთად იქნება. და რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ირინა. ჩვენ უკვე 53 წელია რაც ქორწინებაში ვართ, უკვე შვილიშვილებიც გავზარდეთ

კომენტარები

სხვა სიახლეები