„როცა დავლევ სულ მეტირება“ – გია ჯაჯანიძის ემოციური პოსტი

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ალკოჰოლს იშვიათად სვამს, რადგან სასმელის მიღების შემდეგ განსაკუთრებით ემოციური ხდება.
“ჩემმა ყველა ახლობელმა და ნამდვილმა გვერდში მდგომმა იცის, რომ ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ.
ჰო და ახლა ბევრი დავლიე, ჩემთვის ბევრი.
იშვიათად ვსვამ სასმელს, იმიტომ, რომ დიდი მიზეზი მაქვს.
როცა დავლევ, სულ მეტირება.
ტირილის მიზეზიც მაქვს. ყველა მიყვარს, ყველა მეცოდება და ყველას გამო ვიტანჯები.
ყველა გარდაცვლილს ვტირი და ყველა მეცოდება, ვინც უნდა გარდაიცვალოს.
ფუჭი დარდი და ფუჭია სიხარული.
რა იქნება 50 წლის შემდეგ? – არაფერი.
ჩვენს მაგივრად სხვა გაიხარებს და სხვა დაიტანჯება.
გაუფრთხილდი იმას, რაც გაქვს.
მოპოვება ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი.
გიორგი ჯაჯანიძე”, – წერს გია ჯაჯანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები