რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელოდებათ 2017 წელს დიდი წარმატება

პირველ რიგში, მერწყულები, სასწორები, ვერძები, ტყუპები და ლომები.
სწორედ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გამოუვათ პრაქტიკულად ყველაფერი. რა თქმა უნდა, შეხვდებათ დაბრკოლება და ნერვიულობა, მაგრამ ადვილად გაუმკლავდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წელს ბევრს კარდინალურად შეეცვლებათ დამოკიდებულება ყველაფრის, და პირველ რიგში საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ. შესაძლებელია, შეამჩნიონ ისეთი ადამიანები, ვინც მათ აფასებს და ვისაც ნამდვილად სჭირდებიან, და ღირსეულად შეაფასებენ ამ ზრუნვასა და სიყვარულს.
მეორე – კუროები, კირჩხიბები და თხის რქები.
სწორედ ამ ადამიანებს სჭირდებათ რაც შეიძლება ნაკლებად განიცადონ და გულთან ახლოს მიიტანონ ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს იღბალმა და გამართლებამ ცოტათი ზურგი შეაქცია, თავად არ უნდა ეძებონ პრომლემები.  აი, ამიტომ არის საჭირო ყველაფრის ყურადღებით აწონ-დაწონა და დაფიქრება, ვიდრე რაიმეს გააკეთებენ. გარდა ამისა, მამალს არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან გამზადებულზე ცხოვრებას, ამიტომ ყველანაირად ეცდება მოუწყოს მათ  სიურპრიზის სახით პრობლემები, რათა როგორმე გაამხნევოს და აიძულოს იმოქმედონ.
მესამედ, მშვილდოსნები, თევზები, მორიელები და ქალწულები.
პირად ფრონტზე ამ ნიშნებს ელოდებათ შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს ნიშნები ასევე შეძლებენ დაჯერებას საკუთარი თავის, სასწაულისა და სურვილების ასრულების, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან მოინდომებენ და არ დაიშურებენ ძალ-ღონეს. გახსოვდეთ, მამალი კეთილგანწყობილია იმ ადამიანების მიმართ, ვინც კი არ ზიან ერთ ადგილზე, არამედ მოქმედებენ, თანაც აბსოლუტურად არა აქვს არავითარი მნიშვნელობა, სამსახურს ეხება ეს, ოჯახურ კეთილდღეობასა თუ სიყვარულს.

წყარო: http://www.pomada.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები