როდის და რა ფორმით დაიწყება ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების აღება

“საქართველოს 0-დან 17 წლის ჩათვლით  ყველა მოქალაქე  სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესისთვის ხორციელდება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცახდებით, მათივე გვერდზე ჩაირთვება სპეციალური  პორტალი, საიდანაც მოხდება რეგისტრაცია. დახმარება სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა ზუსტ თარიღებსა და სხვა დეტალებზე  სამინისტრო განცხადებას მომდევნო კვირას გაკეთებს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები