როგორ ხედავენ რუსი მხატვრები ვლადიმერ პუტინს – გამოფენა “სუპერპუტინი” (ფოტო,ვიდეო)

მოსკოვში გამოფენა, სახელწოდებით “სუპერპუტინ” გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც მოსკოვში დიზაინ-ქარხანა არტპლაიში მოეწყო, დაახლოებით 30-მა მხატვარმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სკულპტურა წარმოადგინა.
სააგენტო “რიას” ინფორმაციით, გამოფენაზე პუტინის 23 სურათი, მოზაიკა და სკულპტურა იყო წარმოდგენილი.
“თავდაპირველად, იდეა წარმოდგენილი იყო ბიოგრაფიული სახით, მაგრამ მოგვიანებით, მოვიფიქრეთ, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებაში ახალგაზრდა მხატვრებს ჩავრთავდით და გამოფენას მოვაწყობდით, რომელიც პრეზიდენტს მიეძღვნებოდა. ჩვენ თითოეულ ექსპონატზე ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ვმუშაობდით, რომლებმაც მთელი გულით მიიღეს მონაწილეობა ამ ინიციატივაში”, – აცხადებს გამოფენის იდის ავტორი იულია დუჟევა.

კომენტარები

სხვა სიახლეები