რეპერმა დრეიკმა „მაკდონალდსის“ ორ თანამშრომელს 10 ათასი დოლარი აჩუქა

32 წლის პოპულარულმა რეპერმა, დრეიკმა ლოს-ანჯელესში, „მაკდონლადსის“ ორი თანამშრომელი გააბედნიერა. კანადელმა არტისტმა იქ მომუშავე ორ ქალს 20 ათასი დოლარი „ჩაის ფული“ აჩუქა.
დრეიკის ვიზიტის ამსახველი ფოტოები მისმა თაყვანისმცემელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სწორედ ამ ადამიანმა დაასახელა იმ თანხის ოდენობა, რომელიც ხელგაშლილმა რეპერმა არ დაიშურა.
„უბრალოდ დავინახე დრეიკი „მაკში“….სიგიჟე იყო… მან ორ იქაურ თანამშრომელ ქალს, თითოს 10 ათასი დოლარი დაუტოვა… „ქეშად“, – წერს ახალგაზრდა.
მოგვიანებით, ამ ვიზიტის ამსახველი ფოტო თავად დრეიკის „ინსტაგრამზეც“ გამოჩნდა. თუმცა რეპერმა თავმდაბლობა გამოიჩინა და თავისი ხელგაშლილი ჟესტის შესახებ არ უთქვამს.

კომენტარები

სხვა სიახლეები