“რა შეიძლება მოხდეს ამ 44 დღეში?!”-ასტროლოგის განმარტება

30 ოქტომბერს, პლანეტა მარსი ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და ის სასწორიდან მორიელში გადაინაცვლებს, სადაც 13 დეკემბრამდე დარჩება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს:
“მარსის მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ
/© რამაზ გიგაური/
„ახლოს არ მიხვიდეთ – საშიშია“!
წარწერა მაღალი ძაბვის ანძაზე
30 ოქტომბერს ენერგიის, აქტიურობის, ბრძოლის და აგრესიის პლანეტა მარსი ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და ის სასწორიდან მორიელში გადაინაცვლებს. ის აქ 13 დეკემბრამდე დარჩება. რეალურად, ეს 44 დღეა.
რა ტენდენციებს შეიძლება დაუკავშირდეს მარსის მორიელის ზოდიაქოში ინგრესია და რა შეიძლება მოხდეს ამ 44 დღეში?!
რა იყო?!
(15.09.2021 – 30.10.2021)
მარსი – სასწორის ზოდიაქოში 15 სექტემბერს გადავიდა და იქ სწორედ 30 ოქტომბრამდე იმყოფება. ასტროლოგიურად მარსის ენერგიის გამოვლენა სასწორის ზოდიაქოში მინიმალურია, რადგან ის აქ ე. წ. გამოძევებულ პოზიციაში იმყოფება. ამ დროს მარსი უფრო „დიპლომატიურია“, ვიდრე „აგრესიული“. ამ დროს ადამიანებში კლებულობს მიზანსწრაფვა, ენერგიულობა, აქტიურობა. უფრო იოლად შეიძლება შეთანხმების მიღწევა და გარიგების დადება. ადამიანები ცდილობენ დაიცვან ბალანსი და მათ მოქმედების დასაწყებად პარტნიორის რჩევა ან დახმარება სჭირდებათ.
მარსის ბოლო ინგრესია მორიელში
(19.11.2019 – 3.01.2020)
მარსის ასტროლოგიური ციკლი თითქმის ორი წელია. ამიტომ საინტერესო იქნება თუ იმ პერიოდს გადავხედავთ, როდესაც მარსი მორიელის ნიშანში ბოლოს იმყოფებოდა. ეს იყო 2019 წლის 19 ნოემბრიდან – 2020 წლის 3 იანვრამდე.
ალბათ დიდი დაფიქრება არ გვმართებს, გავიხსენოთ რა მოვლენას დაედო ამ დროს საფუძველი…
ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდშიც იგივე მოვლენას უნდა ველოდოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მარსის ინგრესია მორიელის ნიშანში ყოველთვის მნიშვნელოვანი და რეზონანსულია ყველასთვის. განსაკუთრებით მარსიანული ადამიანებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც სიტუაცია დაძაბული და ფერთქებადსაშიშია.
რა ტენდენციებია მოსალოდნელი?!
გაცილებით ძლიერად ვლინდება მარსი მორიელის ზოდიაქოში, რადგან მარსი კლასიკური ასტროლოგიის თანახმად მორიელის მმართველია, ხოლო თანამედროვე ასტროლოგიაში თანამმართველია.
(+): ამიტომ 30 ოქტომბრიდან ერთი მხრივ ადამიანებში მოიმატებს ენერგიულობა, აქტიურობა და მიზანსწრაფვა. გაძლიერდება ფსიქოლოგიური მდგრადობაც. მეორე მხრივ მოიმატებს სექსუალურობა, რაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება.
(- ): ნეგატიური კუთხით, მოიმატებს აგრესია და შურისმაძიებლობა. ეს გაზრდის დაპირისპირებების, კონფლიქტების და შეტაკებების ალბათობას. არ არის გამორიცხული გაიზარდოს ავტოკატასტროფების, ტექნიკური ავარიების და კრიმინალის რიცხვიც.
ასტროპოლიტიკური გავლენა
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, არ არის გამოირიცხება მათ შორის შეტაკებების განახლება. ასევე იმ ქვეყნებში, სადაც მყიფე დემოკრატია ან ავტოკრატიული მმართველობაა, მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირებები. ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირებები მმართველ და ოპოზიციურ ძალებს შორის. ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული მსხვერპლიც.
ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი?!
* მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან მარსის გაივლის მათ „მზის ნიშანს“ და განსაკუთრებით ეს 2-3 დღე იქნება მნიშვნელოვანი, როდესაც ტრანზიტული მარსის და ნატალური მზის შეერთება მოხდება;
* იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მორიელის ძლიერი გავლენა აქვთ. მაგალითად, მორიელში აქვთ ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება), შავი მთვარე და ა. შ.
* ფიქსირებული ნიშნებისთვის: კუროებისთვის, ლომებისთვის და მერწყულებისთვის (მორიელებისთვის თავისთავად);
* იმ ადამიანებისთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მარსიანულ საქმიანობასთან (სამხდროებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისთვის, დაზვერვა და უშიშროებისთვის, სპორტსმენებისთვის, ლითონზე მომუშავე ადამიანებისთვის და ა. შ.)” -წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები