რა სახის მაგიურ, დამცავ ძალას ფლობს კაქტუსი

ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი ე.წ. “დამცავი ენერგეტიკით”. საამისოდ არსებობს ბევრი ნივთი და სუვენირი, რომელიც სპეციალურად იქმნება ამა თუ იმ ოჯახის კეთილდღეობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ. თუმცა, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ ე.წ. “ენერგო-დამცავის” ფუნქციის შეთავსება ჩვეულებრივ კაქტუსსაც შესანიშნავად შეუძლია.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ისტორიულად არსებობს კაქტუსის მაგიური შესაძლებლობების რწმენა. ეს მცენარე მიჩნეული იყო ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ. ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ კაქტუსი თქვენი სახლის დაცვით ფუნქციებს ნებისმიერ შინაურ ცხოველებზე უკეთ შეასრულებს. შემთხვევითი როდია, რომ ნაგაზების უმეტესობა ვერ იტანს კაქტუსს.

მცენარეებს, რომელთაც ეკლები გააჩნიათ ოდითგანვე მიაწერდნენ დამცავის ფუნქციას. ამიტომ კაქტუსი, საუკეთესო ენერგო-ჩამკეტია თქვენს სახლში შემოსული ნეგატიური ენერგიისგან თავის დასაცავად. რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დაუპატიჟებელ სტუმარს მოჰყვეს თან. იგი გიცავთ თვალის, შურისა და სიღარიბისგან.

ქოთანი, რომელშიც კაქტუსია ჩარგული, სასურველია უშუალოდ შემოსასვლელ კართან ახლოს დადგათ. ასე იგი, არამხოლოდ უარყოფითი ენერგეტიკისგან დაგიფარავთ, სახლს ქურდბაცაცებსაც მოარიდებს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ კაქტუსი მგრძნობიარე მცენარეა და მიუხედავად გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობისა და ამტანობისა, მას განსაკუთრებული მოვლა-მიდგომა სჭირდება.

დაიმახსოვრეთ, კაქტუსი ატარებს უნარს “შეაგროვოს” ნეგატიური ენერგია, ამიტომ ერთი მხრივ თუ იგი თქვენს მოშურნეებსა და ბოროტისმსურველებს გარიდებთ, მეორე მხრივ კი როგორც ამბობენ, “მსგავსი, იზიდავს მსგავსს” ამიტომ ერიდეთ თქვენში წყენის, ბოღმისა და მრისხანების დაგროვებას მით უმეტეს კაქტუსის სიახლოვეს ამ ზემოხსენებული აგრესიის აფიშირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კაქტუსი ამას საკუთარი ნეგატიური ინფორმაციის გამოსავლენად გამოიყენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ ნიადაგს შეგიქმნით ქრონიკული დაავადებებისა და სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების წარმოსაქმნელად.

ბიოენერგეტიკოსები ამტკიცებენ, რომ კაქტუსებს საოცარი ბუნება გააჩნიათ. ისინი ენერგიის აკუმულირებას ახერხებენ გარემომცველი სამყაროს ხარჯზე (მათ შორის ადამიანებისგანაც), ხოლო შემდგომში ასეთივე ინტენსივობით გასცემენ მას. თუკი თქვენ კაქტუსს მორცხვ და საკუთარი თავის რწმენის არმქონე ადამიანს უსაჩუქრებთ, ეს საუკეთესო გზა იქნება საიმისოდ, რომ მან სამომავლოდ სიმორცხვე დაძლიოს და თავის კომპლექსებზე გაიმარჯვოს.

ხოლო იმისთვის, რომ ჩვენი კაქტუსი დაგროვილი ნეგატიური მუხტისგან გავათავისუფლოთ, აუცილებელია მიწა შევუცვალოთ მას ან გამდინარე წყლით კარგად “გავრეცხოთ” მისი ეკლები. ზოგადად, ამ მცენარისთვის მიწის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ წელიწადს. ასე იგი ახალი ენერგიით დამუხტავს თქვენს საცხოვრებელს.

კომენტარები

სხვა სიახლეები