რა საჩუქრით გავახაროთ ჩვენი პატარა დამდეგ 2016 წელს

ჩვენი შვილები და ალბათ ჩვენც, ახალი წლის ღამის დადგომას იმ მარტივი მიზეზის გამო ელის მოუთმენლად, რომ სანტამ საჩუქრები მოუტანოს. თუმცა იმის მიხედვით, რომელი ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა თქვენი პატარა და როგორია წლის მმართველის ბუნება და ხასიათი, შეგვიძლია მოგცეთ რჩევა, რა სახის საჩუქრით მოიგებთ მის გულს დამდეგ 2016 წელს. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, მაიმუნი ყველანაირი სახის ტექნიკას და მოწყობილობებს სწყალობს. ჰოდა, ჩათვალეთ, რომ საახალწლო საჩუქარი შერჩეული გაქვთ.

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი სასურველია პულტიანი ავტომობილით ან მოძრავი სათამაშო რობოტით გაახაროთ. თუ გოგონაა, უყიდეთ საბავშვო კარაოკე.

კურო, ქალწული და თხის რქა ბავშვები პრაქტიკულები და დაკვირვებულები არიან. მათთვის სასურველია კონსტრუქტორი ან „ფაზლების“ ნაკრები შეიძინოთ.

კირჩხიბი, მორიელი და თევზი ბავშვი ხმოვანი სათამაშოებით გაანებივრეთ. უყიდეთ მათ საოჯახო კინოთეატრი, სადაც საკუთარი წარმოსახვით მოაწყობენ სპექტაკლებს.

დაბოლოს, ტყუპ, მერწყულ ან სასწორ ბავშვს აუცილებლად გაახარებთ ახალი კომპიუტერით ან პლანშეტით, რითაც ეს მოუსვენარი არსებები სხვადასხვა ტიპის თამაშებს ითამაშებენ.

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები