რა რეაქცია ჰქონდა თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლის ქორწინებაზე

ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია დაქორწინდა. მისი რჩეული რუსეთში მცხოვრები ინა ოსიპოვაა. ბექასთვის ეს მეორე ქორწინებაა, წარსულში თიკა ჯამბურიაზე იყო დაქორწინებული. მათ პატარა ქალიშვილი ნინა ჰყავთ.
რა რეაქცია ჰქონდა ბექას ქორწინებაზე, ამის გასარკვევად თიკას დავუკავშირდით.

– თიკა, საიდან შეიტყვეთ ბექას დაქორწინების შესახებ და დაგწყდათ თუ არა გული?

– პრესის საშუალებით გავიგე ბექას ქორწინების შესახებ. ზოგადად მიჩვეული ვიყავი ბექასგან, ბევრი შეყვარებული ჰყავდა და აპირებდა დაქორწინებას. ჩვეულებრივად შევხვდი მის დაქორწინებას.

– გული დაგწყდა?

– ოდესმე ხომ მოხდებოდა ეს? პირველი მე ვიქნებოდი თუ ის რა მნიშვნელობა

ჰქონდა? მინდა ჟურნალისტებს ვთხოვო, ნუ მოახდენენ ამ თემის ასეთ ტირაჟირებას. ნინა ტელევიზორში და ჟურნალებში, მამას სხვა გოგოსთან ერთად რომ ხედავს, ბევრ კითხვებს სვამს, ვერ ხვდება რა ხდება და ძალიან განიცდის.

– მიულოცეთ ბექას დაქორწინება?
– კი, ქორწილის მეორე დღეს საქმეზე დამირეკა და გაბედნიერება მივულოცე.

– ბავშვი იცნობს ინას?

– არა, მე ვფიქრობ ჯერ არ არის საჭირო.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები