რა მეთოდით დაიკლო წონაში და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში – ინტერვიუ “დოჩი ალიშბაიასთან”

როგორც დაიკლო 50 კილოგრამი ნანუკა გულუამ, რას საქმიანობს „“ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობის პარალელურად, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, აქვს თუ არა რაიმე საერთო დოჩისთან – ამ და სხვა საკითხებზე მსახიობი ნანუკა გულუა (დოჩი ალიშბაიას როლის შემსრულებელი) „კვირა+” -თან“ ინტერვიუში საუბრობს.
ნანუკა გულუა წლების წინ 113 კილოგრამს იწონიდა. მსახიობმა შეძლო და თავისი გამოგონილი დიეტით 50 კილოგრამი დაიკლო. ნანუკა გულუამ „კვირა+” -სს გაუმხილა თუ რა მეთოდით შეძლო დაკლება.
-ნანუკა, არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, შეძელით და 50 კილოგრამი დაიკელით, იქნებ გაგვიმხილოთ, რა მეთოდით მოახერხეთ ეს?
– მადლობა, ჩემი გამოგონილი დიეტა, მართლა ეფექტური აღმოჩნდა, გეტყვით, რომ სამი საათის შემდეგ საერთოდ არ ვჭამდი, სამ საათამდე მივირთმევდი ყველაფერს რაც მსურდა, სამი საათის მერე კი მხოლოდ წყალს ვსვამდი.
– პირად ცხოვრებაზე რას იტყოდით, რა ხდება ამ მიმართულებით?
– არაფერს არ ვმალავ, ვარ გახსნილი, რამე რომ ხდებოდეს დამიჯერეთ, არც ამას დავმალავდი, უბრალოდ, მართლა არაფერი არ ხდება, იმდენი ბარბარე მყავს გარემოცვაში, დავალაგებ მათ ამბებს და მივხედავ ჩემ პირადსაც (იცინის).
– დოჩისთან თუ გაქვთ რაიმე საერთო?
-დოჩისთან ერთადერთი ის მაქვს საერთო, რომ მეც მის მსგავსად ძალიან ხმაურიანი ვარ, ხმის ტემბრიც სახასიათო მაქვს, როგორც დოჩის შემთხვევაში, უბრალოდ დოჩი ყვირის, მე ხმამაღლა ვყვები ისტორიებს, ასევე დამოკიდებულებებით განვსხვავდებით – ის ავია, მე ტკბილი ვარ.
რაც შეეხება საქმიანობას, ამ ეტაპზე მხოლოდ სერიალში მონაწილეობით ხართ დაკავებული, თუ გაქვთ სხვა საქმეც?
-იცით რომ პროფესიით ვარ ჟურნალისტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია, საცალო გაყიდვების სფეროში ვიყავი პერსონალის მართვის მენეჯერი, რეალურად ეს არის ჩემი პროფესია, დაახლოებით ერთი წლის წინ ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, მას მერე გავხსენი ჩემი ატელიე და ახლა ძირითადად ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, ჩვენს მომხმარებლებს დიზაინის შერჩევაში, ფერების შეხამებაში ვეხმარები.

კომენტარები

სხვა სიახლეები