რა დაავადებებს უნდა ერიდონ კირჩხიბი, ლომი და ქალწული?

ზოდიაქალური წრე 12 სექტორად არის დაყოფილი. ყოველი მათგანი სხეულის გარკვეულ ნაწილს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს განაგებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა ზოდიაქოს ნიშანში მავნე პლანეტები (მარსი, სატურნი, მთვარის კვანძები, მზე) იმყოფებიან.

კირჩხიბი
კირჩხიბი უნდა ერიდოს გაციებას და ფილტვების ანთებას.
ის წყლის ნიშანია და ამიტომაც ორგანიზმში სითხესთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ კი, სისხლის წნევას უკავშირდება.
როგორც ზოდიაქოს ყველაზე ემოციურ ნაწილს, მას ახასიათებს დაღლილობა, ნერვული დაძაბულობისგან გამოწვეული უძლურება და სხვადასხვა ფობიები.

ლომი
ცეცხლოვანმა ნიშანმა თავისი მრისხანების მოთოკვა უნდა იცოდეს, სხვაგვარად გულის დაავადებები ემუქრება.
ლომებისთვის დამახასიათებელია თრომბოზი ანდა სისხლის ცირკულაციის დარღვევა. ასევე, ტკივილები ზურგში.
ლომების სუსტი მხარეა კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. გაზრდილი მჟავიანობა, კუჭის წყლული, საჭმლის მონელების დარღვევები, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები – ყოველივე ეს მათი მუდმივი თანამგზავრია.

ქალწული
ქალწულის სუსტი ნაწილი ნაწლავებია. ზოდიაქოს ამ ნიშანზე ცუდი ზემოქმედება იწვევს აპენდიციტის შეტევებს, ნაწლავურ აშლილობებსა და ინფექციებს, მეტეორიზმს, ყაბზობასა და დიარეას.
ვინაიდან ქალწული – მერკურის გავლენის სფეროა, ამიტომ არაა გამორიცხული ნერვებთან დაკავშირებული დაავადებები, მათ შორის – ნერვულ ნიადაგზე საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები