რატომ გაუშვეს მერსი სულხანიშვილი გია ჯაჯანიძის შოუდან – „სხვა ჟურნალისტებიც გაგვიშვია და კიდევ ჩადგებიან რიგში“

ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერსი სულხანიშვილი გია ჯაჯანიძის შოუდან გაუშვეს. ინფორმაცია გადაცემის წამყვანთან გადავამოწმეთ.

– გია, მართლა გაუშვეს მერსი შოუდან?

– კი, გაუშვეს.

– რა მიზეზით?

– ჩვენთან სამი ხელმძღვანელია: მაია სტეფნაძე, მანონი ოქრუაშვილი და მე. მაია განაგებს ყველაფერს, აჰყავს ჟურნალისტები გამოსაცდელი ვადით. ვინც მოსწონს და აწყობს გადაცემას, ტოვებს, ვინც არა – უშვებს. არანაირი სკანდალი და დაპირისპირება არ ყოფილა. მერსი მართლა ნიჭიერია, მაგრამ მაიასთვის აღარ იყო საჭირო.

– როგორც მახსოვს, სიუჟეტებსაც ამზადებდა მერსი. აღარ იყო საინტერესო მისი სიუჟეტები?

– იცი რა, ჟურნალისტი ხან და იცი, რომ ჟურნალისტი ხან კარგ სიუჟეტს აკეთებს, ხან საშუალოს და ხან დაბალი დონისას. შეფასება მაიას პრეროგატივაა, ამ კითხვით მას მიმართეთ.

– გული არ დაგწყდა?

– დამწყდა ადამიანურად, არ მაქვს ცუდი ურთიერთობა მერსისთან, სულ ვეკონტაქტები.

– ამბობენ, რომ კონფლიქტი იყო „სტაფში“…

– ჩვენ სულ ხმამაღლა ვლაპარაკობთ, ვყვირით. კონფლიქტი რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო, როცა მისი გაშვებიდან მესამე დღეს კორპორატიულ საღამოზე დავპატიჟეთ მერსი.

– რა ხდება რეიტინგი აღარ გაქვთ თუ რატომ უშვებთ ჟურნალისტებს შოუდან?

– რას ლაპარაკობ! გადაიწვა ჩვენი გადაცემის რეიტინგებით ყველაფერი. ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, სხვა ჟურნალისტებიც გაგვიშვია და კიდევ ჩადგებიან რიგში, თუ არ იქნებიან სათანადო სიმაღლეზე. რაღაც პერიოდის მერე შეიძლება ეს გადაცემაც აღარ გავიდეს ეთერში, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მე ვიყავი ცუდი? მე დავიბადე კარგი და ნიჭიერი (იცინის)!

მაია სტეფნაძე (გადაცემის პროდიუსერი):

– რა საჭიროა ჩემი კომენტარი, სამი ჟურნალისტი გავუშვი მანამდე და რაღა მერსიზე ატეხეთ ამბავი?

– ცნობადობიდან გამომდინარე…

– ჩვეულებრივი მუშა პროცესია, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.

ჩვენ მერსისაც დავუკავშირდით, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

წყარო:http://primetimenews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები