რამაზ ნოზაძე: „სარეცელშიც და ყველა პოზიციაშიც ერთმანეთს კარგად ვეწყობით…“

ჟურნალ „სარკესთან“ ცნობილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საუბრობენ. რამაზი გულახდილად ამბობს, რომ მეუღლეს ყველგან კარგად ეწყობა.
ხატია, სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თქვენმა ინტერვიუმ, სადაც ამბობდით, რამაზი უცხოეთში თუ ქალებთან გაივლის, ამას ღალატად არ ჩავთვლიო. დღესაც ასე ფიქრობთ?
ხატია სიჭინავა:
ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. ჩემი ქმარი არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის არჩევანში, თავის ქმედებაში. ზოგადად, მგონია, რომ კაბაზე გამოკერებული არც ერთი კაცი არ უნდა იყოს. ცოლმა ყოველ წუთს არ უნდა სწეროს ქმარს, სად ხარ, როგორ ხარო. ამით ვერ დააბამ.
რამაზ ნოზაძე:
ხატიას გარდა ჩემ გვერდით სხვა ქალი ვერ წარმომიდგენია, მასზე ლამაზი ქალი ჩემთვის არ არსებობს. ისე კომფორტულად ვართ ერთმანეთთან, გინდა, სარეცელი აციღოთ, გინდა, ჩვეულებრივი ურთიერთობა, რომ… ყველა პოზიციაში ერთმანეთს კარგად ვეწყობით.
ეჭვიანები არ ხართ?
ხატია:
არა, მიუხედავად იმისა, რომ რამაზს საკმარისზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, არ ვეჭვიანობ. როდესაც „ფეისბუქი“ გვქონდა, რამაზს სწერდნენ, უყვარდათ და ეს სულ არ მაღიზიანებდა, რადგან ის არის მსოფლიო დონის სპორტსმენი. ჩემთვის მთავარი არ არის, ვის მოსწონს და ვის უყვარს, მთავარია, თავად ვინ მოსწონს და ვინ უყვარს. როგორი მონადირეც უნდა იყოს ქალი, თუ კაცს ერთი რჩეული ჰყავს, მაშინ არავისკენ გაიხედავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები