პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ქალაქგარეთ მგზავრობა ან მოგზაურობა თქვენს მოლოდინს გაამართლებს – ახალი ჰორიზონტები და ახალი, კარგი ნაცნობობა გელით, თუმცა სიყვარულში არ გაგიმართლებთ. ახალი მეგობრებისგან ბევრ სასარგებლოს ისწავლით, თუ შეძლებთ, მათ პრობლემებში გაერკვეთ და თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ.

კურო
ოჯახურ ცხოვრებაში სიახლეებს არ უნდა ელოდოთ, რადგან სამსახურებრივი საქმეები საშუალებას არ მოგცემთ ოჯახსა და ახლობლებს საკმარისი დრო დაუთმოთ. კარიერული ცვლილებების იმედი ნუ გექნებათ, რადგან ამ თვეს მკვეთრად გამოხატული პროფესიული მიმართულება აქვს და სხვა რამისთვის ძალები არ გეყოფათ.

ტყუპები
სულიერი მწიფობის დღეა, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება, თუ მიხვდებით, ვისთან გააგრძელოთ ურთიერთობა და ვისთან – არა. შესაძლოა, თქვენი პარტნიორები არც ისე უანგაროდ მოქმედებენ, როგორც ცდილობენ, თავი მოგაჩვენოთ. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დაგეგმილი გარიგება ძვირად დაგიჯდეთ. ეცადეთ, ამაღლებული განწყობა შეინარჩუნოთ და ემოციები აკონტროლოთ. ნუ დაიზარებთ ფინანსური დოკუმენტებისა და პარტნიორების ქმედებების გაკონტროლებას. გაუფრთხილდით მხედველობას.

კირჩხიბი
თვის დასაწყისში ეჭვები გაგაწვალებთ და თქვენი მთავარი ლაიტმოტივი „ყოფნა-არყოფნა“ იქნება. თუნდაც ძალიან მდიდარი და ბედნიერი იყოთ, თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, რადგან მომავალთან დაკავშირებული ეჭვები მოსვენებას არ გაძლევთ. ამ პერიოდში მხოლოდ ინტუიციას ან გონების ხმას არ უნდა დაეყრდნოთ და ორივე უნდა გაითვალისწინოთ. რაც მთავარია, მეტი ოპტიმიზმი!

ლომი
ამ დღეს დასვენება არ გიწერიათ, რადგან საოჯახო საქმეების კეთება გიწევთ. ზოგიერთ ლომს რემონტის დაწყების ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის იდეა გაუჩნდება. ეცადეთ, ყველაფერი მოაწესრიგოთ: საქმეები, ცხოვრება გარემო და რაც მთავარია, სულიერი მდგომარეობა. დღის განრიგი წინასწარ შეადგინეთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

ქალწული
დღის დასაწყისში ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ნეგატიური ტენდენცია გამოვლინდება. ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი იქნება, თქვენი თანდაყოლილი თავშეკავება, მოთმინებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამოავლინოთ.

სასწორი
ეს დღე თქვენთვის პოზიტივთან ასოცირდება. სანამ შეცდომებს არ გამოასწორებთ, იძულებული იქნებით, მსგავს ნეგატიურ სიტუაციებზე ხშირად ინერვიულოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ გაბრაზებას, შურისძიებასა და გაღიზიანებას. ასევე, ეს პერიოდი არ არის შესაფერისი მოგზაურობისთვის.

მორიელი
მეუღლესთან თანაბარი ურთიერთობა გექნებათ. ჩვეულებრივზე მეტად მოგიწევთ შვილებზე ზრუნვა, მათ აღზრდასა და განათლებაში არცთუ ისე ცოტა ფული დაგეხარჯებათ. იყავით უფრო ყურადღებით ბავშვებთან – შესაძლოა, კონტროლი დაკარგოთ და მათ ბევრი სანერვიულო გაგიჩინონ.

მშვილდოსანი
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა, მცირედი ნერვიულობა არ გამოირიცხება. მოსალოდნელია, ასევე, დაავადებაზე ზრუნვა და ემოციური შფოთვა ოჯახის წევრების, მეგობრებისა და პარტნიორების ცხოვრებაში. თქვენთვის აუცილებელია მოდუნება და დასვენება, რადგან მორიელების უმეტესობას წარსული პრობლემების მოსაგვარებლად ენერგია არ ეყოფა.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხელში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაგივარდებათ. კომფორტული გარემოს შექმნაზე ფიქრს დაიწყებთ. შესაძლოა, ბეწვი შეიძინოთ ან ძვირფასეულობა.

მერწყული
ეს დღე მიზანდასახულობასა და სამართლიანობასთან ასოცირდება. შესაძლოა, მშვიდობისმყოფლის როლი მოირგოთ. თქვენთვის აუცილებელია, გამოიჩინოთ ორიგინალურობა, მკვეთრი, ანალიტიკური გონება და ახლობელ ადამიანებს რთულად გადასაწყვეტი პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ.

თევზები
სტუდენტურ არდადეგებს შესანიშნავად გაატარებთ, ამავე დროს წარმატებით ჩააბარებთ იმ გამოცდებს, რომლებიც ჩასაბარებელი დაგრჩათ. შეეცადეთ, დაგროვილი საქმეები დაასრულოთ და გათავისუფლდეთ ყველანაირი ვალისგან, არასაჭირო ნივთებისა და შემთხვევითი ნაცნობებისგან.

კომენტარები

სხვა სიახლეები