პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერს მიაღწევთ, რასაც მიზნად დაისახავთ. გადაამოწმეთ მედიკამენტების ვადა და აკონტროლეთ მათი დოზა. საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ, სხვის გამო ნუ დაზარალდებით.

კურო
გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები, მაგრამ სამსახურის საქმეებს ყურადღებას ნუ მოადუნებთ. ნუ გაასესხებთ ფულს. ახლობლების დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ტყუპი
ნუ გაჯიუტდებით და ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებსაც. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელებთან. შეცდომის თავიდან არიდების მიზნით, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი და გაფრთხილდით, სისწრაფეში არაფერი გამოგრჩეთ. არავინ ჩაახედოთ თქვენს პირად ურთიერთობებში. ყურადღება გმართებთ საბინაო საკითხების მოგვარებისას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა.

ლომი
დაკვირვებულად იმოქმედეთ, არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. წარმატებული დღე ელით საბანკო სფეროში მომუშავეებს.

ქალწული
ენერგიული და აქტიური ხართ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ კონფლიქტურ ურთიერთობებს. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
შეიძლება ყველა საქმემ გამარჯვება ვერ მოგიტანოთ, მაგრამ გამოცდილებას მიიღებთ. საოჯახო საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. საყვარელ ადამიანს თქვენი გამხნევება და მზრუნველობა სჭირდება.

მორიელი
სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამდეთ, დაფიქრდით, რა გამოხმაურება მოჰყვება მას გარშემო მყოფებში. დღეს საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, განსაკუთრებით, თუ საჭესთან ზიხართ.

მშვილდოსანი
განახორციელეთ ჩანაფიქრი. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებ ენაზე გამოთქვათ თქვენი სურვილები და მოსაზრებები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. საყვარელ ადამიანის გულს მხოლოდ ღიმილით ვერ მოიგებთ.

თხის რქა
არ ჩაერიოთ არავის საქმესა და ურთიერთობაში. მოერიდეთ რჩევების გაცემას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს.

მერწყული
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მშვიდად გაანალიზეთ სიტუაცია. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. წარმატებული დღე ელით საბანკო სფეროში მომუშავეებს. მატერიალურ მდგომარეობას პრემია ან ჰონორარი გაგიუმჯობესებთ.

თევზები
ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას მათთან, ვისზეც დამოკიდებული ხართ. სამსახურებრივი რომანი კოლეგების განხილვის თემად იქცევა. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები