პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მცირე უსიამოვნებებს, კონკურენტების გააქტიურებას ყურადღება არ მიაქციოთ. თამამად იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
მეტად გამოავლინეთ საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესსა და მუშაობისას. მოაწესრიგეთ საბუთები, გადახედეთ კოლეგების მიერ შესრულებულ საქმეებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ. ზარმაცებს დაწინაურება და უფროსის კეთილგანწყობის მოპოვება არ ემუქრებათ. ეცადეთ, ყველა საქმე დღეს თუ არა, 7 აპრილამდე მაინც დაასრულოთ.

კირჩხიბი
მობილიზებულად იმოქმედეთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ დოკუმენტების მიმართ. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, მხიარულ სიტუაციებში.

ლომი
ბიზნესსა და სამსახურში კარდინალურად გაგიუმჯობესდებათ მდგომარეობა. კარგი დღეა ამბიციების გამოსავლენად. საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ.

ქალწული
კვირის საუკეთესო დღეა. დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით. დაასრულეთ საქმეები, რათა საღამო მეგობრებთან ერთად გართობას, ჰობის ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ.

სასწორი
მოერიდეთ სერიოზული საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი წამოწყებების დრო კიდევ დაგიდგებათ, ამბიციური გეგმების განხორციელება ძალების დაზოგვას მოითხოვს.

მორიელი
დაგროვილ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
დღეს განსაკუთრებით ყურადღებიანი და ტაქტიკური უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. მშვიდად მოაგვარეთ მიმდინარე პროექტები. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
დაასრულეთ დაწყებული პროექტები. დღეს მაგალითი უნდა იყოთ ზარმაცი კოლეგებისთვის. თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. საღამოს მეგობრებთან ერთად კინოთეატრს ან კაფეს ეწვიეთ.

მერწყული
საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, პრეზენტაციები. საღამო მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები
ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. მეტად დაისვენეთ. საღამო წიგნის კითხვას, ფილმის ყურებას დაუთმეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები