ნუ გადაუშულით გულს შეყვარებულს

ვერძი (  21 მარტი – 19 აპრილი)

ვერძებისთვის ეს კვირა საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი იქნება.  ასე რომ, დროა, მოიკრიბოთ ძალა და გამბედაობა  და კეთილსინდისიერად შეუდგეთ მუშაობას. საუკეთესო პერიოდია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასათბობად. კარგი იქნება, თუ დასვენების დღეებს მასთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარებთ. მზად იყავით სიურპრიზებისთვის და საჩუქრებისთვის.

კვირის ბედნიერი დღე – სამშაბათი. სამშაბათი მარსის დღეა, მარსი კი ვერძებს ისეთი თვისებებით აჯილდოვებს, როგორიც შრომისუნარიანობა, მოზღვავებული ენერგია და ამბიციაა.

 

კურო ( 20 აპრილი-20 მაისი)

ამ კვირაში ნებისმიერი თქვენი ინიციატივა წარუმატებელი იქნება, ამიტომ დაზოგეთ დრო და ფანტაზია შემდეგი კვირისთვის. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან თქვენი დამარცხების შანსი დიდია. ფრთხილად და მოზომილად ხარჯეთ თქვენი ფინანსები, თორემ მომავალ კვირას ცარიელი ჯიბეებით შეხვდებით.

 კვირის ბედნიერი დღე – პარასკევი. პარასკევის მმართველია პლანეტა ვენერა. რადგან ვენერა სილამაზის ნიშას განაგებს, შეეცადეთ ეს დღე საკუთარი თავის გალამაზებას დაუთმოთ, მიაკითხეთ სილამაზისა და სპა სალონებს, საღამო კი მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

 

ტყუპები ( 21 მაისი-20 ივნისი )

დროა, საკუთარ მიზნებს გადახედოთ, სასწრაფოდ გადაახარისხოთ და უსარგებლო მისწრაფებები გასულ წელს გაატანოთ. ახალი მიზნების დასახვისას კი აუცილებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების აზრი, რადგან მათი დახმარებით მიზნის მიღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ. ამ კვირაში გეძლევათ შანსი, გასულ წელს დაშვებული  ნებისმიერი შეცდომა გამოასწოროთ და ურთიერთობების მოგვარება მარტივად შეძლოთ.

კვირის ბედნიერი დღე – ოთხშაბათი. კვირის ამ დღეს მფარველობს მერკური, რომელიც ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა. ამიტომ ტყუპებისთვის ოთხშაბათს ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია წარმატებული იქნება.

 

კირჩხიბი ( 21 ივნისი-22 ივლისი  )

 საუკეთესო დროა ცვლილებებისთვის, ფულის გამომუშავებისთვის რეალური შანსი მოგეცემათ. არ შეუშინდეთ არასტანდარტულ იდეებს. ეს სწორედ ის კვირაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, თქვენი პრობლემების ორიგინალურ გადაწყვეტას მიაგნებთ.

კვირის ბედნიერი დღე – ორშაბათი. ორშაბათის მფარველია მთვარე, რომელიც კირჩხიბების დიასახლის პლანეტადაა მიჩნეული. ამიტომ, კვირის ეს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დღედ მიიჩნევა, კირჩხიბებისთვის წარმატების მომტანია.

ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო  )

ამ კვირაში რეალობასთან შეგუება მოგიწევთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული. ასე რომ, გეგმების დასახვისას გარშემომყოფების აზრიც გაითვალისწინეთ და განრიგში კორექტირება აქედანვე შეიტანეთ. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი პროცესებისთვის და მოგზაურობისთვის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ნერვულ სისტემას.

კვირის ბედნიერი დღე – კვირა. ამ დღის მმართველია მზე, რომელიც შემოქმედების პლანეტადაც მიიჩნევა.  დღის დიდი ნაწილი ლომებმა სასურველია, მზის ქვეშ გაატარონ და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდნენ.

 

ქალწული ( 23 აგვისტო- 22 სექტემბერი )

არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები და თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან.  არ გადაუშალოთ გული ახლობელ ადამიანებს. უმჯობესია, პრობლემებს მარტო გაუმკლავეთ, ვიდრე საჭორაო ობიექტი გახდეთ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობისგან და დასვენების დღეები ოჯახურ გარემოში  გაატაროთ.

კვირის ბედნიერი დღე –  ოთხშაბათი. კვირის ეს დღე განსაკუთრებით კარგია ფინანსური საქმეების მოსაგვარებლად.

 

სასწორი ( 23 სექტემბერი-22 ოქტომბერი)

თამამად გაერთეთ, დაისვენეთ და ახლობელ ადამიანებთან ერთად დრო გაატარეთ. გაემგზავრეთ შორეულ მოგზაურობაში ან თუნდაც ქალაქგარეთ. გარემოს შეცვლა და დასვენება დადებითად წაადგება  თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი  – ნერვულ სისტემას.

კვირის ბედნიერი დღე – პარასკევი. ეს არის მშვიდობისა და ოჯახური კეთილდღეობის დღე.  სასწორებისთვის საუკეთესო დღეა პირადი ცხოვრების მოსაწყობად.

მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი   )

საუკეთესო კვირაა სასიყვარულო ურთიერთობების მოსაგვარებლად, ასევე ნიშნობისა და ქორწინებისთვის. ამ კვირაში განსაკუთრებით გაგიჭირდებათ გრძნობების მოთოკვა და შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედშიც ამოყოთ თავი. თქვენი მოჭარბებული სექსუალური ენერგიით შეძლებთ,  საყვარელი ადამიანისთვის მთებიც კი გადადგათ.

ბედნიერი დღე – სამშაბათი. დღის მფარველი პლანეტაა მარსი, რომელიც მორიელებს აქტიურობაში ეხმარება

მშვილდოსანი (22 ნოემბერი-20 დეკემბერი )

მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, ამ კვირაში ვარსკვლავები ახალი საქმეების წამოწყებისგან თავშეკავებას გირჩევენ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს და მათთან ურთიერთობისას, თქვენი ეგოიზმი უკანა პლანზე გადაწიეთ.

ბედნიერი დღე –  ხუთშაბათი. დღის მმართველი პლანეტაა იუპიტერი. ეს გიგანტური პლანეტა თვით მზეზე მეტ ენერგიას გამოყოფს და მშვილდოსნებსაც ენერგიულობას, ცხოვრების ხალისსა და ბრძოლისუნარიანობას ანიჭებს.

თხის რქა  (21 დეკემბერი-19იანვარი)

ამ კვირაში ნებისმიერი აგრესია უკან დაგიბრინდებათ. ამიტომ თავი შეიკავეთ  კონფლიქტური სიტუაციებისგან, განსაკუთრებით კი ერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან შეკამათებას. საქმეები გარშემომყოფთა აზრის გათვალისწინებით დაგეგმეთ, განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ ქველმოქმედება, მით უმეტეს, რომ ამის ფინანსური შესაძლებლობა ამ კვირაში ნამდვილად მოგეცემათ.

ბედნიერი დღე – შაბათი. დღის მმართველია სატურნი, რომელიც თხის რქებს დასვენებასა და ძალების მობილიზებაში დაეხმარება.

მერწყული ( 20 იანვარი-17 თებერვალი)

ამ კვიაში, ბოლოს და ბოლოს, სასურველ შედეგს მიაღწევთ იმ საქმეში, რომელიც, გასული წლიდან მოყოლებული, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.  ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ  – ოჯახური საქმეებისთვისაც და სამსახურისთვისაც. ასეთი ენერგიულობა რომ შეინარჩუნოთ, აქტიურად დაკავით სპორტით, კვირის ბოლოს კი დრო დაუთმეთ დასვენებას.

ბედნიერი დღე –  შაბათი. სატურნი მერწყულებს პოზიტიურ ენერგიას არ მოაკლებს და დაეხმარება გარშემომყოფებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში.

თევზები ( 18 თებერვალი-19 მარტი )

საუკეთესო კვირაა როგორც პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად, ასევე აქტიური მუშაობისთვის. გვერდზე გადადეთ სიზარმაცე და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები, ასე ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და წარმატებასაც ადვილად  მიაღწევთ, საუკეთესო დროა მხიარული თავშეყრებისა და დროსტარებისთვის. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, არ არის გამორიცხული, ამ კვირაში თქვენი მეორე ნახევრიც კი გაიცნოთ.

ბედნიერი დღე – ხუთშაბათი.  დღის მმართველია იუპიტერი, რომელიც თევზებს  ბედნიერებისა და სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები