ნოე სულაბერიძე საყვარელ ქალს დაშორდა – ვინ მოხიბლა ამჯერად ცნობილი პროდიუსერი

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება რამდენჯერმე მოექცა ყვითელი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში. დაახლოებით ორი წლის წინ ნოეს და ჟურნალისტ ეკა სამხარაძის დაშორებას დიდი სკანდალი მოჰყვა. მაშინ ეკა ამბობდა, ”ჩემი ყოფილი მეუღლის ”სექსისტორიების” კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება – ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის”.
იმაზეც საუბრობდნენ, რომ ნოე სულაბერიძეს და ნინი ბადურაშვილს უყვარდათ ერთმანეთი, რამაც საბოლოოდ დაანგრია ოჯახი, მაგრამ ეს ჭორი რამდენიმე წლის წინ არ დადასტურდა.
მეუღლესთან დაშორების შემდეგ ნოე და თინა ჭანტურიძე ერთად იყვნენ. მათი ურთიერთობა ოფიციალური არ ყოფილა, მაგრამ ნოე და თინა ყველგან ერთად დადიოდნენ.
ნოეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. 6 იანვარს პროდიუსერს 36 წელი შეუსრულდა. ფეისბუქზე მისი დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები აიტვირთა, მაგრამ ვერც რთ მათგანში თინა ჭანტურიძე ვერ აღმოვაჩინეთ.
თინა და ნოე ფეისბუქზეც აღარ მეგობრობენ. ამ ყველაფრის აღმოჩენის შემდეგ თინა ჭანტურიძეს ფეისბუქზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– თინა, თქვენს შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია. ვიცით, რომ თქვენ და ნოე სულაბერიძეს ერთმანეთი გიყვართ და ერთად ხართ და გაგვიკვირდა, რომ მისi დაბადების დღეზე არ იყავით და არც ფეისბუქზე არ ხართ მეგობრები.
– ჩვენ ერთად აღარ ვართ, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ერთმანეთის მეგობრები.
–  რატომ დაშორდით?
– ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
– დიდი ხანია?
– ერთი თვეა, ან ცოტა მეტი.
– სამწუხაროა, რომ ასეთი ლამაზი წყვილი დაშორდა. შესაძლოა, მოგვიანებით შეიცვალოთ აზრი და კვლავ ერთად იყოთ…
– არ ვიცი, არ მგონია.
– დაშორების მიუხედავად. დაბადების დღე მიულოცეთ?
– რა თქმა უნდა.
P.S. თინასთან საუბრის შემდეგ შევეცადეთ, უფრო მეტი დეტალის გაგებას მათი დაშორების შესახებ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს თაკო დოლაბერიძის გამო დაშორდა. თუმცა ეს ინფორმაცია არავინ დაადასტურა. მოკლედ, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნოეს ცხოვრებაში არსებობს გოგონა, თუმცა ვინაა, ჯერჯერობთ ამის გარკვევა ვერ მოვახერხეთ.

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები