მხიარული ჰოროსკოპი – შინაბერას ზოდიაქო

როგორც წესი, ასტროლოგები გვირჩევენ, როგორ შევინარჩუნოთ უკვე არსებული ურთიერთობა ან ვიპოვოთ ახალი სიყვარული. თუმცა, არსებობს ქალები კატეგორია, რომლებიც თითქოს განგებ ცდილობენ შინაბერებად დარჩენას. თუ პროგნოზის წაკითხვისთანავე მამაკაცის, პოტენციური საქმროს საძებნელად გაიქცევით, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ.
ვერძი
ერთგვარი თანამედროვე ამაზონია, მარტოხელა. მუდმივად ანტიპათიას განიცდის მამაკაცების მიმართ. ურჩევნია იყოს მარტო, ვიდრე ვიღაც მამაკაცის გვერდით და ამის შესახებ ქუჩაშიც მოურიდებლად იყვირებს: “მირჩევნია, მთელი ცხოვრება მარტო ვიყო, ვიდრე ერთი წუთი შენ გვერდით”. საკმაოდ ჯიუტი ნიშანია, თუ გადაწყვიტა, რომ მარტოხელა უნდა იყოს, ვერავინ გადააფიქრებინებს.

კურო

კატეგორიულად გიკრძალავთ ისეთ წვეულებაზე სიარულს, სადაც ერთი მამაკაცი მაინც იქნება. დაამშვიდეთ საკუთარო თავი იმ აზრთ, რომ ამ შეხვედრიდან კარგი მაინც არაფერი გამოვა. უმჯობესია, დრო თქვენსავით შინაბერა ქალებთან გაატაროთ, ახალი ნამცხვრის რეცეპტი განიხილოთ. მიირთვათ ღვეზელების მთელი თეფში და დასაძინებლად ცივ ლოგინში ჩაწვეთ.

ტყუპი

ქმრის ნაცვლად გაიჩინეთ ძაღლი, კატა, ნიანგი, თუთიყუში, კუ ან ბეჰემოთი. ვინმე, ვინც მარტოობას არ გაგრძნობინებთ. ანუ ერთი “ცხოველი” მეორით, ნამდვილით ჩაანაცვლეთ. ან უფრო უკეთესი გაიჩინეთ მეგობარი ქალი, რომელი თქვენზე უკეთ იცვამს, თქვენზე მიმზიდველია და თქვენზე თავისუფალია. მასთან ერთად იარეთ სტუმრად ამ “ცხოველ” მამაკაცებთან. დაე, ის უყვარდეთ და თქვენ არა. ყველა მამაკაცს მოუწყვეთ დაკითხვა: “სად იყო?”, “რატომ არ დაგირეკათ?” “დაიბანე ხელები”, “რატომ არ გშია? ვისთან ერთად დალიე?”. და რაც მთავარია, არ დაელოდოთ პასუხებს.

კირჩხიბი

სად გცალიათ სილამაზის სალონებსა და სპა-ცენტრებში სასიარულოდ? ისინი თქვენთვის არაა შექმნილი. არასადროს ჩაიცვათ ის, რაც მოდაშია. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს ზედმეტი ტორტის ნაჭრის ჭამაზე. ჩაიცვით ბებიის გამონაცვალი ბლუზა, ბაბუის შარვალი. რა მნიშვნელობა აქვს რა გაცვიათ, თქვენ ყურადღებას მაინც არავინ მოგაქცევთ. ხოლო, თუ ვიღაცამ გაბედა და გაგეცნოთ, გამოიძით მის შესახებ ყველაფერი და დარწმუნდით, რომ ამ არარაობის, მანიაკის და ა.შ. მისი ადგილი თქვენ გვერდით არაა.

ლომი

რთული სიტუაციაა, უნდათ, რომ მამაკაცები აღმერთებდნენ, თავად კი ვერ იტანენ ამ საშინელ არსებებს. შეიქმენით ახალი იმიჯი -“დამოუკიდებელი ინტელექტუალი”. თუ მამაკაცი გაბედავს და მოგიახლოვდებათ, დაანახვეთ, რომ ხართ ამპარტავანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ფლირტის უმნიშვნელო მცდელობაზეც კი ლომივით დაუღრიალეთ. თუ ამანაც არ გაჭრა, მოუწყვეთ მატრიარქატი: აუკრძალეთ თქვნი გაბრაზება, დაუყოვნებლივ შეასრულოს ყველა მოთხოვნა. დაგემორჩილოთ ყველაფერში. იცხოვროს თქვენი წესდებით. სამ თვეზე მეტხანს ვერავინ გაგიძლებთ. უკვე გამოცდილმა, ჩამოაყალიბეთ “მამაკაცების შესაძულებელი კურსების” კლუბი.

ქალწული

იცხოვრეთ იმ ბედნიერი ფიქრით, რომ დედამიწაზე ბინადრობს ერთადერთი, თქვენი მოსაწონი მამაკაცი, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა შექმნილი. ის თქვენ გელით, სადღაც პაპუა ახალ გვინეაში, საწოლს ბამბუკისგან დაგიმზადებთ, ტუჩებს წინ გამოსწევს და საყვირის ხმას გამსცემს და ცეცხლზე ხტომას გასწავლით. ის თქვენი იდეალური მამაკაცია, თქვენი “პრინცი”, რომელიც თავისი თეთრი რაშით მოჭენდება თქვენთან, შეიძლება 77 წლის შემდეგ, მაგრამ დაელოდეთ, ის აუცილებლად მოვა.

სასწორი

51 წლამდე ყველა მიზეზით უარი თქვით დაქორწინებაზე. სიყვარული ხომ საშინელებათა ფილმია. ყველა მამაკაცი კი ფსიქოპათი, მანიაკი, მკვლელი… ეცადეთ, დაქალებს შეუნარჩუნთ უქკვე არსებული ქორწინება. მიეცით რჩევები, იყავით მათი დამხმარე, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ და თავად არ მოინდომოთ ოჯახის შექმნა. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, შვიდჯერ გადაზომეთ-გადმოზომეთ და საბოლოოდ გაჭერით.


მორიელი

დაივიწყეთ თქვენი სექსუალურობა, თქვენი ცეცხლისმომდები გამოხედვა. არა ჩაიცვათ გამომწვევად. თუ მამაკაცმა გაბედა და მაინც მოგიახლოვდათ, მოუყევით, როგორ იღლებით სამსახურში, როგორ დაიღალეთ ყოველდღიურობისგან. სთხოვეთ გაგირეცხოთ ჭურჭელი, გააგზავნეთ მაღაზიაში პურის საყიდლად. როგორც კი კარს გაიხურავს, იცოდეთ, რომ ვეღარც პურს და ვეღარც სანახაობას ვეღარ ეღირსებით.

მშვილდოსანი

ქვეყნის დასალიერში გაემგზავრეთ, რათა მამაკაცის გავლენს ქვეშ არ მოექცეთ. უმჯობესია, უკაცრიელ კუნძულზე. გამოიცავლეთ ჩაცმის სტილი, -არანაირი მინი კაბა ან მიმზიდველი ბლუზა, არა, კოჭებამდე კაბა, მკვდარი თაგვისფერი ზედა, ცხვირზე -ბაბუის სათვალე. ამურის ისრები სხვა მიმართულებით მომართეთ. მამაკაცები კი არ უნდა გიყვარდეთ, არამედ სამშობლო! გახდით ფემინისტი, ჩაერთეთ პატრიოტულ საქმიანობაში.

თხის რქა

ყველაზე კრიტიკული ასაკია 28-30 წელი. არც მანამდე და არც მერე მამაკაცებისადმი ინტერესი არა აქვს, 28 წლის კი მერვეკლასელივით შეყვარებული თვალებით იყურება. შეიძლება გათხოვდეს და ბედნიერი ოჯახიც შექმნას. მაქსმიმალურად მოერიდეთ ამ პერიოდში მამაკაცების გაცნობას. ჯერ სწავლა, კურსები, სერტიფიკატები, მუშაობა, კარიერა და მერე, სადღაც წლების შემდეგ სიყვარული და ვნება, თუ რა თქმა უნდა, მოიძებნება მამაკაცი, თქვენი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს.

მერწყული

ისე გადაანაწილეთ დრო დაქალებთან შეხვედრაზე, ძმისშვილების მოვლაზე, სერიალების ყურებაზე, უქმეებზე სახლის დალაგება, სარეცხის დარეცხვაზე, რომ სიყვარულისთვის ვერასდროს მოიცალოთ. იცხოვრეთ თავისუფლად, მამაკაცებისგან თავისუფლად. და კიდევ ხშირად გაიმეორეთ ფრაზა: “მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ”.

თევზები

მუდამ აგვიანებენ პაემანზე, მუდამ რაღაც ავიწყდებათ. ხან პომადის წასმა, ხან ლაქის მოშორება ან წასმა. მუდამ რაღაცას მალავს. მასში აუცილებლად უნდა იყოს რაღაც იდუმალი. მუდამ “აბა გამომიცანია”. დარწმუნებული იყავით, რომ მთელ სიცოცხლეს მატროობაში გაატარებთ. რაში გჭირდებათ ადამიანი, ვინც ვერ ამოგიცნობთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პესიმიზმი, განწყობის ცვალებადობა და მუდამ უკმაყოფილო სახე სამუდამოდ დააკარგვინებს ყველა მამაკაცს თქვენკენ მომავლ გზას.

კომენტარები

სხვა სიახლეები